ვახტანგ ბლაგიძე

ვახტანგ ბლაგიძე
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 23 ივლისი, 1954 (1954-07-23) (70 წლის)
დაბ. ადგილი ჩოჩხათი, საქართველოს სსრ, სსრკ
სიმაღლე 160 სმ
წონა 52 კგ
სპორტი
ქვეყანა საქართველო და სსრკ
სპორტი ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
კლუბი დინამო
ჯილდოები შრომითი მამაცობის მედალი და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

ვახტანგ ბლაგიძე (დ. 23 ივლისი, 1954, ჩოჩხათი, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) — ქართველი სპორტსმენი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1978).

XXII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1980, მოსკოვი), მსოფლიოს ორგზის (1978, 1981), მსოფლიო თასის მფლობელი (1982), ევროპის ორგზის (1978, 1980), სსრკ (1981) და მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1977), მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. სპორტის რაინდი 2013 წელს. ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი. ვახტანგ ბლაგიძემ კარიერა დაასრულა 1982 წელს. 2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ავთანდილ გურასაშვილის წიგნი „ვახტანგ ბლაგიძე“.

წელი ტურნირი მასპინძელი წონითი
კატეგორია
ადგილი
1978 ევროპის ჩემპიონატი სოფია, ბულგარეთი -52 კგ 1st
1978 მსოფლიო ჩემპიონატი მეხიკო, მექსიკა -52 კგ 1st
1980 ევროპის ჩემპიონატი პრევიდზე, ჩეხოსლოვაკია -52 კგ 1st
1980 ზაფხულის XXII ოლიმპიური თამაშები მოსკოვი, სსრკ -52 კგ 1st
1981 მსოფლიო ჩემპიონატი ოსლო, ნორვეგია -52 კგ 1st
  • დიმოვი, იან, საქართველოს ფალავნები, თბ.: საბჭ. საქართველო, 1987. — გვ. 123–130. 268 გვ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]