ვახტანგ გომელაური (დ. 24 დეკემბერი, 1975, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილი უფროსი. შინაგან საქმეთა მინისტრი. სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-ლეიტენანტი. „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი.
დაიბადა 1975 წლის 24 დეკემბერს, ქალაქ თბილისში. 1994 წელს დაინიშნა სამთავრობო დაცვის სამსახურის სპეციალური ქვედანაყოფის საბრძოლო განყოფილების უფროსად. 2002 წელს მუშაობდა შსს დაცვის პოლიციაში. 2013 წლამდე იყო პოლიტიკოს და ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი. პარალელურად, 2013-2014 წლებში იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2015 წლის 26 იანვარს, ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომის შემდეგ დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად[1]. 2015-2019 წლებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
2019 წლის 8 სექტემბერს მეორედ დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად.[2]
2021 წლის 16 იანვარს „ქართული ოცნების“ მეექვსე ყრილობაზე ვახტანგ გომელაური პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრად დაამტკიცეს. [3]
2015 წლის 22 ივლისს საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ ვახტანგ გომელაური საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დაამტკიცა. [4]
2016 წლის 25 მაისს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა და ლიეტუვის რესპუბლიკის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დირექტორმა საულიუს ურბანავიჩიუსმა ხელი მოაწერეს „შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ლიტვის რესპუბლიკის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ“. [5]
2016 წლის 25 აგვისტოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ვალერი ვაკულჩიკმა ხელი მოაწერეს „შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ“. [6] 2017 წლის 18 დეკემბერს ვახტანგ გომელაურმა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ვალერი ვაკულჩიკმა „საქართველოს და ბელარუსის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. [7]
2017 წლის 16 ნოემბერს ვახტანგ გომელაურმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰაიკე ფაიჩიმ „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. [8]
2018 წლის 19 სექტემბერს ვახტანგ გომელაურმა და ალბანეთის საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოების დირექტორატის ხელმძღვანელმა დორიან ტოლამ „საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. [9]
2018 წლის 2 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა და იტალიის რესპუბლიკის ინფორმაციისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის (DIS) გენერალურმა დირექტორმა ალესანდრო პანზამ საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. [10]
2019 წლის 8 სექტემბერიდან შინაგან საქმეთა მინისტრი.[11]
2020 წლიდან სამინისტრომ ეტაპობრივად დაიწყო მართლწესრიგის ოფიცრების ინსტიტუის დანერგვა, მუშაობას შეუდგა 263 მართლწესრიგის ოფიცერი. სამინისტროში ამოქმედდა არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო, რომელსაც, ქალაქ თბილისის მასშტაბით, არასრულწლოვნების მიერ/მიმართ ჩადენილ დანაშაულებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება ევალებათ. ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ვახტანგ გომელაურმა, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რის შედეგადაც 2021 წლიდან დაგეგმილი იქნა მონაცემთა შეგროვების მეთოდოლოგიის გაუმჯობესება. ვახტანგ გომელაურის ინიციატივით სექტემბრიდან 100%-ით გაიზარდა მყვინთავი მაშველების ხელფასი.[12]
2021 წლის 24 აპრილს ვიდეოკონფერენცია შედგა ვახტანგ გომელაურსა და ლიეტუვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ აგნე ბილოტაიტეს შორის. ვიდეოკონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლიეტუვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის 2021-2022 წლებში შინაგან საქმეთა სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
2021 წლის 25 მაისს ვახტანგ გომელაური შეხვდა ჩეხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების გენერალური ინსპექტორატის უფროსს. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩეხეთის რესპუბლიკისუსაფრთხოების ძალების გენერალურ ინსპექტორატს შორის“.
2021 წლის 8 ივლისს ვიდეოკონფერენცია გაიმართა ვახტანგ გომელაურსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერ, შინაგან საქმეთა მინისტრ, შეიხ სეიფ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შორის. ვიდეოკონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის პოლიციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.
2021 წლის განმავლობაში განახლდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოპარკი და მას 698 ავტომანქანა შეემატა. გაუქმდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური ოპერაციების სამმართველო და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე ჩამოყალიბდა სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველო. მოხდა თანამშრომელთა გადამზადება, სრულად განახლდა უნიფორმა, აღჭურვილობა და შეიარაღების სისტემები. სპეციალური ოპერაციების მთავარ სამმართველოს დებულებით განესაზღვრა ანტი-კრიმინალური სპეციალური ოპერაციების ჩატარება მთელი საქართველოს მასშტაბით [13]
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 2021 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „8 წლიანი დევნის შემდეგ“ დაბრუნდა საქართველოში[14][15], გამოაქვეყნა ვიდეო რომელიც მისი აღწერის მიხედვით ბათუმში იყო გადაღებული. მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ უარყოფდა გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებდა რომ სააკაშვილი უკრაინაშია და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია, მაგრამ მოგვიანებით ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.[16]
2022 წელს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტოპარკს 20 ახალი ავტობუსი შეემატა, მოეწყო საოკუპაციო ხაზთან არსებული საგუშაგოების ბაზები. 2022 წლის 1 იანვრიდან პოლიციელების, პატრულ-ინსპექტორების, მესაზღვრეების, მეხანძრე-მაშველების და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომლის ხელფასი 10%-ით გაიზარდა. [17]
გომელაურის განცხადებით 2023 წლის მარტში საქართველოში „უცხოური გავლენების შესახებ კანონის“ გარშემო გამართული საპროტესტო გამოსვლების დროს განვითარებული მოვლენების დროს დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი.[18] სამშაბათს 7 მარტს საქართველოს პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. მომიტინგეები ეწინააღმდეგებოდნენ შემოთავაზებულ კანონს, რომელიც ზოგიერთის აზრით, პრესის თავისუფლებასაც შეაფერხებს.[19] მეორე დღეს, 8 მარტს, ღამით აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ.[20]
ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.[21]
|access-date=
-ში (დახმარება)
|access-date=
-ში (დახმარება)
|access-date=
-ში (დახმარება)
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: ალექსანდრე ჭიკაიძე |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2015 |
შემდეგი: გიორგი მღებრიშვილი |
წინამორბედი: თანამდებობა შეიქმნა |
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 22 ივლისი, 2015 – 8 სექტემბერი, 2019 |
შემდეგი: გრიგოლ ლილუაშვილი |
წინამორბედი: გიორგი გახარია |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 8 სექტემბერი, 2019 – დღემდე |
შემდეგი: |
|
|
|
|