ვეზირქოი (ართვინის რაიონი)

სოფელი
ვეზირქოი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ართვინის პროვინცია
რაიონი ართვინი
კოორდინატები 41°13′07″ ჩ. გ. 41°51′27″ ა. გ. / 41.21861° ჩ. გ. 41.85750° ა. გ. / 41.21861; 41.85750
ადრეული სახელები ვაზრია
მოსახლეობა 193 (2000)[1] ,
244 (31 დეკემბერი, 2021)[2] [3]
სასაათო სარტყელი UTC+3 და თურქეთის დრო
ვეზირქოი (ართვინის რაიონი) — თურქეთი
ვეზირქოი (ართვინის რაიონი)

ვეზირქოი (თურქ. Vezirköy) — სოფელი ართვინის რაიონში, ართვინის პროვინცია, თურქეთი.

დასახლების ქართული სახელწოდებაა ვაზრია, მდებარეობს ისტორიულ კლარჯეთში. XVI საუკუნემდე სოფელი შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში. ამის შემდეგ ოსმალეთის იმპერიის ხელში გადავიდა. ოსმალეთის იმპერიის ადმინისტრაციული დაყოფით შედიოდა ლაზისტანის სანჯაყის ლივანას კაზაში. 1878 წელს ბერლინის ხელშეკრულებით გადაეცა რუსეთის იმპერიას და შევიდა ბათუმის ოლქში.[4]

1886 წლის რუსული ჩანაწერების მიხედვით, სოფელში მხოლოდ 8 ქართველი ცხოვრობდა.[5] 1918-1921 წლებში სოფელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრებშია. საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ ოსმალეთის სამთავრობო ჯარებმა დაიპყრეს ართვინი, არტაანი და ბათუმი.[6] 1921 წლიდან ვაზრია ოსმალეთის შემადგენლობაშია, 1925 წელს სოფელს სახელი შეუცვალეს და უწეოდეს ვეზირქოი[7]

სოფლის ცენტრიდან ჩრდილო-დასავლეთით 3 კმ-ზე მდებარეობდა სოფლის ეკლესია. ამჟამად მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.[8]

  1. http://pop-stat.mashke.org/turkey-census2000.htm
  2. https://data.tuik.gov.tr/Bulten/Index?p=Adrese-Dayali-Nufus-Kayit-Sistemi-Sonuclari-2021-45500
  3. https://www.e-icisleri.gov.tr/Anasayfa/MulkiIdariBolumleri.aspx
  4. ფრენკელი ა., „ნარკვევები ჩურუქ-სუსა და ბათუმზე“ = Очерки Чурук-Су и Батума [1879], თბილისი, 2012. — გვ. 211.
  5. როლანდ თოფჩიშვილი, ინგა ღუტიძე, შავშეთისა და კლარჯეთის ტოპონიმები XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის რუსულ დოკუმენტებში, თბ.: გელათის მეცნიერებათა აკადემია, 2019. — გვ. 23, 33, ISBN 9789941485244.
  6. Mustafa Kemal Atatürk, Nutuk, İstanbul, 1934, 2. cilt, s. 41.
  7. Taner Artvinli, Artvin Yer Adları Sözlüğü, 2013, s. 265, ISBN 9786055708856.
  8. ტაო-კლარჯეთი : ისტორიისა და კულტურის ძეგლების კატალოგი / ავტ.-შემდგ.: ნესტან ბაგაური, ზურაბ ბატიაშვილი, ირმა ბერიძე, ბუბა კუდავა, ნიკოლოზ ჟღენტი, გოჩა საითიძე, ნათია ხიზანიშვილი, რედ.: ბუბა კუდავა, თბ.: „არტანუჯი“, 2017. — გვ. 136, ISBN 9789941478178.