![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ზაზა ზურაბის ძე ჯანაშია | ||
დაბადების თარიღი | 10 თებერვალი, 1976 | ||
დაბადების ადგილი | ზუგდიდი, საქართველოს სსრ | ||
სიმაღლე | 178 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1991–1993 | ოდიში ზუგდიდი | 59 | (13) |
1993–1994 | შევარდენი-1906 | 30 | (14) |
1994–1995 | სამტრედია | 23 | (17) |
1996–2001 | ლოკომოტივი მოსკოვი | 145 | (33) |
2002 | ლოკომოტივი თბილისი | 22 | (6) |
2003 | კოჩაელისპორი | 3 | (0) |
2004 | ბალტიკა | 12 | (3) |
სულ | 294 | (86) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1997–2001 | საქართველო | 9 | (4) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ზაზა ჯანაშია (დ. 10 თებერვალი, 1976, ზუგდიდი) — ქართველი ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. 1999 წელს გახდა საქართველოს წლის ფეხბურთელი. 1997–2001 წლებში იცავდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას.
1991 წლის 30 აგვისტოს ზუგდიდის „ოდიშის“ რიგებში თამაშისას, 15 წლის ჯანაშიამ გოლი გაუტანა ვანის „სულორს“. ამით ის გახდა ერთ-ერთი იმ იშვიათ ფეხბურთელთაგანი, რომელთაც რეკორდულად მცირე ასაკში აქვთ გოლი გატანილი.
საკლუბო კარიერის საუკეთესო წლები გაატარა მოსკოვის „ლოკომოტივში“, როდესაც ამ კლუბს წვრთნიდა იური სიომინი. ჯანაშია კლუბთან ერთად ოთხჯერ გახდა რუსეთის საფეხბურთო თასის გამარჯვებული. „ლოკომოტივში“ თამაშის დროს, 1999 წელს ჯანაშია გახდა საქართველოს წლის ფეხბურთელი. კარიერის ბოლოს თამაშობდა თურქულ კლუბ „კოჩაელისპორსა“ და კალინინგრადის „ბალტიკაში“. კარიერა დაასრულა 2004 წელს.
1993 წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 1997 წლის 7 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, მოლდოვის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა. ჯანაშია შეხვედრის 84-ე წუთზე თემურ ქეცბაიას ნაცლად შემოვიდა მოედანზე. მატჩი ბათუმში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2–0 დასრულდა. ბურთები შოთა არველაძემ და გიორგი ქინქლაძემ გაიტანეს.[1] ეს იყო ერთადერთი შეხვედრა რომელიც ჯანაშიამ 1997 წელს ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა.
თავისი პირველი გოლი ეროვნული ნაკრების მაისურით, თბილისში გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში, რუსეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 1998 წლის 30 მაისს გაიტანა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1–1 დასრულდა.[2]
ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 2001 წლის 28 მარტს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, რუმინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. მატჩი თბილისში გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2–0 დასრულდა.[3]
საერთო ჯამში, 1997–2001 წლებში ჩატარებულ ცხრა სანაკრებო შეხვედრაში 4 ბურთი გაიტანა: რუსეთის, სლოვენიის, ნორვეგიისა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებთა კარებში.[4]
ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
![]() საქართველო |
1997 | 1 | 0 |
1998 | 2 | 1 | |
1999 | 2 | 2 | |
2000 | 3 | 1 | |
2001 | 1 | 0 | |
ჯამში | 9 | 4 |
№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შეჯიბრება | გოლები | შენიშვნა | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 07.06.1997 | ბათუმი | საქართველო ![]() |
2–0 | ![]() |
მსოფ. შეს. | ![]() |
[5] | |
2 | 30.05.1998 | თბილისი | საქართველო ![]() |
1–1 | ![]() |
ამხანაგური | ![]() |
![]() |
[6] |
3 | 05.09.1998 | თბილისი | საქართველო ![]() |
1–0 | ![]() |
ევრ. შეს. | ![]() ![]() ![]() ![]() |
[7] | |
4 | 27.03.1999 | თბილისი | საქართველო ![]() |
1–1 | ![]() |
ევრ. შეს. | ![]() |
[8] | |
5 | 28.04.1999 | თბილისი | საქართველო ![]() |
1–4 | ![]() |
ევრ. შეს. | ![]() |
[9] | |
6 | 02.02.2000 | ლარნაკა | სლოვაკეთი ![]() |
0–2 | ![]() |
ამხანაგური | ![]() |
[10] | |
7 | 04.02.2000 | ლარნაკა | რუმინეთი ![]() |
1–1 | ![]() |
ამხანაგური | ![]() |
[11] | |
8 | 06.02.2000 | ლარნაკა | საქართველო ![]() |
2–1 | ![]() |
ამხანაგური | ![]() |
![]() |
[12] |
9 | 28.03.2001 | თბილისი | საქართველო ![]() |
0–2 | ![]() |
მსოფ. შეს. | ![]() |
[13] |
2020 წლის თებერვალში მოსკოვის „ლოკომოტივის“ გულშემატკივრებმა შეადგინეს გუნდის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები, რომელშიც თითო ქვეყნიდან მხოლოდ თითო ფეხბურთელი მოხვდა. ქართველთაგან ეს პატივი ზაზა ჯანაშიას ერგო, ვინც 1996–2001 წლებში თამაშობდა ამ კლუბში და ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყველა დროის ლეგიონერებს შორის.[15]
თემატური საიტები |
---|
EU-Football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · National Football Teams.com · Transfermarkt · TFF · UEFA |
მედია |
---|
1tv.ge · Lelo.ge |
|