1984 ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტი — ჩატარდა ლოს-ანჯელესში. მოჰყვა 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების აშშ-ის მიერ მოწყობილ ბოიკოტს მოსკოვში. ბოიკოტმა მოიცვა აღმოსავლეთ ბლოკის და მოკავშირე სახელმწიფოების 14 სახელმწიფო, რომლებსაც სსრკ ხელმძღვანელობდა და განხორციელდა 1984 წლის 8 მაისს. ბოიკოტის მონაწილე სახელმწიფოებმა ჩაატარეს ახალი თამაშები 1984 წლის ივლისსა და აგვისტოში, რომელსაც მეგობრობის თამაშები ეწოდა. ბოიკოტის ეფექტების მიუხედავად 1984 წლის ზაფხულის ოლიპმიურ თამაშები 140-მა სახელმწიფომ მიიღი მანაწილეობა, რაც იმ დროს ახალი რეკორდი იყო.[1][2]
სსრკ-მ 1984 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტი 1984 წლის 8 მაისს დაანონსა,[3] უსაფრთხოების პრობლემებისა და „შოვისნისტური სენტიმენებისა და ანტისაბჭოთა განწყობის მიზეზით, რომელიც ძალზედ აქტუალურია აშშ-ში.“[3][4]
დაანოსების შემდეგ, ბოიკოტს ექვსი სახელმწიფო შეუერთდა, ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკა და აღმოსავლეთ გერმანია (10 მაისს), მონღოლეთი და ვიეტნამი (11 მაისს)[5] და ლაოსი და ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკა (13 მაისს). ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ოფიციალურად განაცხადა რომ მონაწილეობას მიიღებდა 1984 წლის ზაფხულის ოლიმპიურ ტამაშებზე.[6]
შემდგომში, ბოიკოტს მერვე სახელმწიფო შეუერთდა ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის სახით.[7] 16 მაისს უნგრეთის სახალხო რესპუბლიკა და 17 მაისს პოლონეთის სახალხო რესპუბლიკა გახდნენ ბოიკოტის მონაწილე მეცხრე და მეათე სახელმწიფოები. უნგრეთის უფიციალური განცხადების მიხედვით, უნგრელი სპორტსმენები საფრთხეში ჩავარდებოდნენ ლოს-ანჯელესის თამაშებზე დასწრების შემთხვევაში. ხოლო პოლონეთმა განაცხადა რომ აშშ ჩართული იყო „თამაშების ჩაშლის მცდელობის კამპანიაში“.[8][9]
24 მაისს, კუბა გახდა მეთერთმეტე სახელმწიფო რომელიც ბოიკოტს შეუერთდა, რამაც ახალი ამბების გადაცემებისა და გაზეთების მიხედვით „დიდი დარტყმაა ბოქსისა და ბეისბოლისათვის“.[10] სამხრეთ იემენი გახდა მეთორმეტე სახელმწიფო რომელიც საკუთარი ნებით ჩამოშორდა 1984 წლის ზაფხულის ოლიმპიადას, ლოს-ანჯელეს თაიმსმა განაცხადა რომ ეს სახელმწიფოს მარქსისტური კავშირების გამო მოხდა.[11] მეთერთმეტე სახელმწიფო რომელმაც უარი განაცხადა 1984 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლაზე უარი განაცხადა ჩრდილოეთ კორეა იყო[12] ამას მოჰყვა ბოიკოტის გამოცხადება ეთიოპიისა და ანგოლის სახალხო რესპუბლიკის მიერ.[13]
1984 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ირანმაც გამოაცხადა ბოიკოტი „აშშ-ის ჩარევის ახლო აღმოსავლეთში, აშშ-ის მხარდაჭერის ისრეაელის ოკუპანტი რეჟიმის მიმართ და ლათინურ ამერიკაში ჩადენილი დანაშაულებების მიზეზით“.[14] ირანი და ალბანეთის სოციალისტური სახალხო რესპუბლიკა ერთად-ერთი სახელმწიფოები იყვნენ, რომლებმაც მონაწილეობა როგორც 1984 წლის, ასევე 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტში მიიღეს. მუამარ კადაფის ლიბიაც შეუერთდა ბოიკოტს, ლიბიელი ჟურნალისტების აშშ-ში არ შეშვების გამო.[15] ლიბიამ და ეთიოპიამ ბოიკოტი როგორც 1976 წლის მონრეალის, ასევე 1984 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებს.
ჯიმი კარტერმა 1980 წლის მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტი გამოაცხადა, რომელსაც 65 სახელმწიფო შეურთდა.[16] ეს იყო ისტორიაში ყველაზე დიდი ოლიმპიური თამაშების ბოიკოტი. 1984 წელს, ლოს-ანჯელესის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე სამი თვით ადრე სსრკ-მ გამოაცხადა რომ არ მიიღებდა მონაწილეობას თამაშებში. საბჭოთა კავშირმა რამდენიმე მიზეზი წარადგინა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ოლიმპიური თამაშების კომერციალიზაცია იყო, მათი აზრით, ეს მიდიოდა ოლიმპიური მოძრაობის პრინციპის ინააღმდეგ (მართლაც XXIII ოლიმპიადა გახდა პირველი ოლიმპიადა 1932 წლის შემდეგ, რომელმაც მასპინძელ ქვეყანას ფულადი მოგება მოუტანა) და განაცხადა რომ აშშ-მ განზრახ დააქვეითა საბჭოთა ათლეტების დაცვის დონე.[17] თუმცა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა რომ ეს თამაშები იყო „მოდელი მომავალი ოლიმპიადებისათვის“, კერძო დაფინასების (მოსკოვის ოლიმიადისაგან განსხვავებით, რომელიც სახელმწიფომ დააფინანსა) და საოლიმპიადო სივრცეების ახლად აშენების მაგივრად ძველი სივრცეების გამოყენების გამო.[18] უმრავლესობამ სსრკ-ის ბოიკოტი, 1980 წლის ბოიკოტის საპასუხო სვლად დაინახეს.[19]
მსოფლიოს მედიების უმეტესობამ სსრკ-ის ბოიკოტი 1980 წლის ბოიკოტის პასუხად გამოაცხადა,[20][21] რომელიც თავად იყო სსრკ-ის ავღანეთში, 1979 წლის შეჭრის პასუხი იყო,[20] თუმცა საბჭოთა მედია იმეორებდა მთავრობის განცხადებას, რომ ბოიკოტი იყო სსრკ-ის ათლეტების დაცვისათვის მიღებული ადაწყვეტილება. ოლიმპიადის ჩატარებისას აღმოსავლეთ ბლოკისაკენ მიმართული არანაირი საფრთხე არ გამოვლენილა და რუმინეთის ათლეტებს, რომელიც ვარშავის პაქტის ერთადერთი სახელმწიფო იყო ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაზე, არანაირი პრობლემა არ შეხვედრიათ და მათ ამერიკული პუბლიკა განსაკუთრებული ოვაციებით შეხვდა კოლიზეუმზე მარშისას.
„შურისძიების ჰიპოთეზის“ ერთ-ერთი მიმდევარი იყო პიტერ უებეროთი, 1984 წლის ლოს-ანჯელსესი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მთავარი ორგანიზატორი, რომელმაც საკუთარი აზრები და ხედვები პრეს-კონფერენციაზე ბოიკოტის დაანონსებს შემდე განაცხადა, ამავე დღეს დაიწყო ოლიმპიური ჩირაღდნის გადაცემის ტრადიცია ნიუ-იორკიდან. აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ბოიკოტის მიზეზად სსრკ-ის ათლეტების შესაძლო დეფექტირება გამოაცხადა. პრეზიდენტი რეიგანმა, მის ადმინისტრაციასთან ერთად თანხმობა განაცხადა სსრკ-ის ნებისმიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, აღმოსავლეთ ბლოკის ოლიმპიადაში მონაწილეობის სანაცვლოდ, რამაც მკვეთრი კონტრასტი დატოვა რეიგანის მკაცრი ცივი ომის პოლიტიკებთან.[22] სამი საუკეთესო შეფეგის მქონე სახელმწიფო 1980 წლის ოლიმიადაზე, შეუერთდა 1984 წლის ბოიკოტს, რამც მედიის ანალიზების მიხედვიდ, სპორტების უმეტესობაში გამოიწვევდა კონკურენციის სერიოზულ შემცირებას.[23] თომცა, შემდეგ გამოაშკარავდა ფაქტი რომ სსრკ-მ და აღმოსავლეთ გერმანიამ 1980 წლის ოლიმპიადაზე შედეგები სახელმწიფო ორგანიზირების მქონე დოპინგის პროგრამებით შეძლეს.[24][25]
სახელმწიფოები რომლებმაც გამოაცხადეს ბოიკიტი, თუმცა არ იყვნენ სსრკ-ის მიერ ორგანიზირებული ბოიკოტის ნაწილი:
სულ ათი მსარქსისტ-ლენინისტური სახელმწიფო არ შაუერთდა 1984 წლის ზაფხულის ოლიპპიური თამაშების ბოიკოტს.