თამარ სანიკიძე | |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 ივლისი, 2013 – 3 ივნისი, 2016 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილი |
წინამორბედი | გიორგი მარგველაშვილი |
მემკვიდრე | ალექსანდრე ჯეჯელავა |
დაბადებული | 30 აგვისტო, 1978 თბილისი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
თამარ სანიკიძე (დ. 30 აგვისტო, 1978) — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 2013 წლის ივლისიდან 2016 წლის ივნისამდე.
დაიბადა თბილისში. 1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 2000 წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მიიღო მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მმართველობაში.
2005—2009 წლებში მუშაობდა საქართველოში ურბანული ინსტიტუტის წარმომადგენლობაში, ხოლო 2009 წლიდან 2012 წლის ოქტომბრამდე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. 2012 წლის ოქტომბერში დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის მოადგილედ.
2013 წლის ივლისში, როდესაც გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დატოვა მინისტრის პოსტი, დაინიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრად. ეს პოსტი მას 2016 წლის 3 ივნისამდე ეკავა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ის ალექსანდრე ჯეჯელავათი შეცვალა.[1]
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: გიორგი მარგველაშვილი |
საქართველოს განათლების მინისტრი 2013 – 2016 |
შემდეგი: ალექსანდრე ჯეჯელავა |
|
|