თეოდორე ადელუნგი | |
---|---|
გერმ. Friedrich von Adelung | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 25 თებერვალი, 1768[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბ. ადგილი | შჩეცინი[3] [2] |
გარდ. თარიღი | 18 (30) იანვარი, 1843[2] [3] (74 წლის) |
გარდ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[2] |
დასაფლავებულია | ვოლკოვოს სასაფლაო |
მოქალაქეობა |
![]() რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | ფილოლოგი, ენათმეცნიერი, ისტორიკოსი, იურისტი, ფილოსოფოსი და აღმოსავლეთმცოდნე[7] |
მუშაობის ადგილი | პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია |
ალმა-მატერი | ლაიფციგის უნივერსიტეტი |
მეუღლე | Friederike Wilhelmine Rall |
მამა | Paulus von Adelung |
შვილ(ებ)ი | Nikolaus von Adelung, Alexandra Fedorovna Adelung და Q123998552? |
ჯილდოები | დემიდოვის პრემია |
თედორე პავლეს ძე ადელუნგი (დ. 25 თებერვალი, 1768, შჩეცინი — გ. 30 იანვარი[ძვ. სტ. 18 იანვარი], 1843, სანქტ-პეტერბურგი) — რუსი ისტორიკოსი, ენათმეცნიერი, ბიბლიოგრაფი. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1809). წარმოშობით გერმანელი.
1794 წლიდან ცხოვრობდა რუსეთში. მონაწილეობდა რუმიანცევის მუზეუმის შექმნაში. მისი მთავარი ნაშრომი „1700 წლამდე რუსეთში ნამყოფ მოგზაურთა და მათ თხზულებათა კრიტიკულ-ლიტერატურული მიმოხილვა“ მრავალ ცნობას შეიცავს იმ მოგზაურთა შესახებაც, რომლებიც კავკასიაში ყოფილან. ა. შტორხის თანაავტორობით გამოსცა „რუსეთის ლიტერატურის სისტემატური მიმოხილვა ხუთი წლის მანძილზე — 1801 წლიდან 1806 წლამდე“. მასვე ეკუთვნის სანსკრიტული ენის ბიბლიოგრაფია, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა.