1945 წლის ინდონეზიის რესპუბლიკის სახელმწიფო კონსტიტუცია (ინდონ. Undang-Undang Dasar Negara Republik Indonesia Tahun 1945; ხშირად გამოისახება აბრევიატურით UUD 1945 ან UUD '45) ― ინდონეზიის უზენაესი კანონი და სხვა კანონთა საფუძველი.
ინდონეზიის კონსტიტუცია დაიწერა 1945 წლის ივნის-აგვისტოში, ნიდერლანდების ოსტინდოეთის იაპონელთა ოკუპაცის ბოლო თვეებში, მეორე მსოფლიო ომის დასასრულს. იგი 1949 წლის ფედერალური კონსტიტუციისა და 1950 წლის დროებითი კონსტიტუციის შედეგად გაუქმდა, მაგრამ პრეზიდენტ სუკარნოს 1959 წლის დეკრეტის საფუძველზე აღდგა.
1945 წლის კონსტიტუცია პანჩასილის საფუძველზეა შედგენილი, რომელიც ხუთ ეროვნულ პრინციპს ადგენს როგორც დამოუკიდებელი ინდონეზიის ძირითადი პრინციპების საფუძველს. კონსტიტუცია ითვალისწინებს ძალაუფლების გამიჯვნას აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო შტოებად. მმართველობის სისტემა დახასიათებულია როგორც „საპრეზიდენტო სისტემა საპარლამენტო ნიშნებით“.[1] 1998 წლის მაისის აჯანყებებისა და პრეზიდენტ სუჰარტოს გადადგომის შემდეგ, კონსტიტუციაში დამატებები შევიდა, რამაც პოლიტიკური რეფორმების გატარების შესაძლებლობა გააჩინა, რასაც ხელისუფლების სამივე შტოს უფლებამოსილებების ცვლილება და ადამიანის უფლებების დებულებების დამატება მოჰყვა.
1945 წლის ინდონეზიის კონსტიტუციის პრეამბულა პანჩასილის ფილოსოფიის მიხედვითაა შედგენილი. პანჩასილის ხუთი პრინციპი მოიცავს: ერთადერთი ღმერთის რწმენას; ცივილიზებულ კაცობრიობას; ინდონეზიის ერთიანობას; დემოკრატიას, რომელიც წარმომადგენელთა შორის განხილვებში წარმოქმნილი შიდა სიბრძნის ერთიანობითაა განსაზღვრული; სოციალურ სამართლიანობას ინდონეზიის ყველა ხალხისთვის.
ინდონეზია უნიტარული სუვერენული სახელმწიფოა.
სახალხო საკონსულტაციო ასამბლეა შედგება წარმომადგენელთა პალატისა და რეგიონული წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებისგან. ორივე ორგანოს ყველაზე წევრი პირდაპირი წესით აირჩევა. სახალხო საკონსულტაციო ასამბლეა ცვლის და იღებს კანონებს, ნიშნავს პრეზიდენტს და კანონის საფუძველზე ინდონეზიის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლია.
მესამე თავში მოცემულია ინდონეზიის პრეზიდენტის უფლებამოსილებები. დასახელებულია პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობისთვის აუცილებელი მოთხოვნები. პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის არჩევა შესაძლებელია მხოლოდ ორი ვადით და საყოველთაო არჩევნების მეშვეობით. განსაზღვრულია იმპიჩმენტის პროცედურა. მესამე თავი მოიცავს საპრეზიდენტო და ვიცე-საპრეზიდენტო ფიცის ტექსტს.
ამ თავის ყველა მუხლი ამოღებულია ინდონეზიის კონსტიტუციის მეოთხე დამატების საფუძველზე. თავდაპირველად ეს თავი უზენაესი საკონსულტაციო საბჭოს როლს განსაზღვრავდა.
ოთხი მოკლე მუხლი განსაზღვრავს მინისტრთა კაბინეტის კონსტიტუციურ საფუძველს. მინისტებს პრეზიდენტი ნიშნავს.
განსაზღვრავს ინდონეზიის ადიმინისტრაციულ დაყოფას პროვინციებად, სარეგენტოებად და ქალაქებად. ყოველ ადმინისტრაციულ ერთეულს ადგილობრივი არჩევნების შედეგად არჩეული ადმინისტრაცია ჰყავს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელები „აირჩევიან დემოკრატიულად“. ავტონომია დასაშვებია იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია. სახელმწიფო აღიარებს გარკვეული რეგიონების განსაკუთრებულ მდგომარეობს.
წარმომადგენელთა პალატის წევრები აირჩევიან საყოველთაო არჩევნების გზით. წარმომადგენელთა პალატას აქვს კანონების მიღების, საკანონმდებლო, საბიუჯეტო და ზედამხედველობითი ფუნქციები. დადგენილ ფარგლებში წარმომადგენელთა პალატა კონტოლს უწევს მთავრობის საქმიანობას.
შესაბამისი რაოდენობის წევრები საყოველთაო არჩევნების გზით აირჩევიან თითოეული პროვინციიდან. საბჭოს უფლება აქვს რეგიონებთან დაკავშირებული კანონები წარომადგენელთა პალატას შესთავაზოს. გარდა ამისა, მას წარმომადგენელთა პალატისთვის გადასახადებთან, განათლებასა და რელიგიასთან დაკავშირებით საკონსულტაციო ფუნქციას აკისრია.
საყოველთა არჩევნები იმართება წარმომადგენელთა პალატის, რეგიონული წარმომადგენელთა საბჭოს, პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და სხვა რეგიონული საკანონმდებლო ორგანოების არჩევისას. არჩევნები საყოველთაო, თანასწორი, ფარული სახისაა დახუთ წელიწადში ერთხელ იმართება. წარმომადგენელთა პალატისა და რეგიონული საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ, ხოლო რეგიონული წარმომადგენელთა საბჭოს წევრები დამოუკიდებლები არიან.
პრეზიდენტი წარადგენს წლიურ ბიუჯეტს, რომელსაც წარმომადგენელთა პალატა განიხილავს.
განმარტავს, რომ ინდონეზიის აუდიტის საბჭო ზედამხედველობს სახელმწიფო სახსრების მართვას.
ამტკიცებს, რომ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია. განმარტავს უზენაესი სასამართლოს როლსა და პოზიციას, ისევე როგორც სასამართლო კომისიისა და საკონსტიტუციო სასამართლოს როლს.
განმარტავს, რომ სახელმწიფო არქიპელაგია, რომლის საზღვრებსა და უფლებებს განსაზღვრავს კანონი.