იოჯი შინიკავა | |
---|---|
![]() იოჯი შინიკავა 2008 წელს | |
მშობლიური სახელი | 新川 洋司 |
დაბადების თარიღი |
25 დეკემბერი, 1971 ჰიროსიმა, იაპონია |
ეროვნება | იაპონელი |
მოქალაქეობა |
![]() |
ალმა-მატერი | კიოტო სეიკას უნივერსიტეტი |
საქმიანობა | ილუსტრატორი |
აქტიური | 1994-დღეემდე |
დამსაქმებელი | Kojima Productions |
ცნობილი ნაშრომები | „Metal Gear“ |
იოჯი შინიკავა (იაპონ. 新川洋司 შინიკავა იოჯი?, დ. 25 დეკემბერი, 1971) — იაპონელი მხატვარი, რომელიც ცნობილია ვიდეო თამაშების სერიის, „Metal Gear“-ის ილუსტრაციით და იაპონელ ვიდეო თამაშების დიზაინერ ჰიდეო კოჯიმასთან მრავალ წლიანი თანამშრომლობით.
იოჯი შინიკავა დაიბადა 1971 წლის 25 დეკემბერს ჰიროსიმაში.[1] კიოტო სეიკას უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო ვიდეო თამაშების დეველოპერულ კომპანია Konami-ში.[2] თავდაპირველად მუშაობდა ვიდეო თამაშის „Policenauts“-ის PC-98-ის ვერსიის გამმართველად. მოგვიანებით გახდა კონსოლზე პორტირებული ადრეული თამაშების სამხატვრო დირექტორი, ხოლო შემდგომში „Metal Gear“-ის სერიის პერსონაჟების მთავარი დიზაინერი,[1] ამავე დროს სერიის ყველა ნაწილის სამხატვრო დირექტორის პოზიციას იკავებდა. 2015 წლიდან იკავებს კომპანია Kojima Productions-ის სამხატვრო დირექტორის თანამდებობას.
მასზე გავლენა მოახდინეს ანიმე და მანგა მხატვრებმა, როგორებიც არიან იოშიკაზუ იასუჰიკო და იოშიტაკა ამანო,[3] ასევე დასავლელმა მხატვრებმა: ფრენ მილერი, ობრი ბირდსლი, ჟან ჟირო და ვილი პოგანი.[3] შინიკავა გამოიყენებს ფლომასტერებს, განსაკუთრებით Pentel Brush Pen-ს, აგრეთვე Adobe Photoshop-სა და Corel Painter-ს.[2]
წელი | სათაური | მოვალეობა |
---|---|---|
1994 | „Policenauts“ | მექანიკის დიზაინერი |
1998 | „Metal Gear Solid“ | სამხატვრო დირექტორი, პერსონაჟების დიზაინერი, მექანიკის დიზაინერი |
2000 | „Metal Gear: Ghost Babel | ილუსტრატორი |
2001 | „Zone of the Enders“ | მექანიკის დიზაინერი |
„Metal Gear Solid 2: Sons of Liberty“ | სამხატვრო დირექტორი, პერსონაჟების დიზაინერი, მექანიკის დიზაინერი | |
2003 | „Zone of the Enders: The 2nd Runner“ | სამხატვრო დირექტორი, მექანიკის დიზაინერი |
2004 | „Fu-un Shinsengumi“ | ილუსტრატორი |
„Metal Gear Solid 3: Snake Eater“ | სამხატვრო დირექტორი, პერსონაჟების დიზაინერი, მექანიკის დიზაინერი | |
2005 | „Fu-un Bakumatsu-den“ | ილუსტრატორი |
2006 | „Metal Gear Solid: Portable Ops“ | პერსონაჟების დიზაინერი |
2008 | „Metal Gear Solid 4: Guns of the Patriots“ | სამხატვრო დირექტორი, პერსონაჟების დიზაინერი, მექანიკის დიზაინერი |
2010 | „Metal Gear Solid: Peace Walker“ | |
2013 | „Metal Gear Rising: Revengeance“ | პერსონაჟების კონცეპტ-დიზაინი |
2014 | „Metal Gear Solid V: Ground Zeroes“ | სამხატვრო დირექტორი, პერსონაჟების დიზაინერი, მექანიკის დიზაინერი |
2015 | „Metal Gear Solid V: The Phantom Pain“ | |
2017 | „Call of Duty: Black Ops III - Zombies Chronicles“ | ილუსტრატორი |
2019 | „Left Alive“ | პერსონაჟების დიზაინერი[4] |
„Death Stranding“ | სამხატვრო დირექტორი, პერსონაჟების დიზაინერი, მექანიკის დიზაინერი | |
2025 | „Death Stranding 2: On the Beach“ |