ირინე გაბაშვილი (დ. 15 აგვისტო, 1960, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 23 მარტი, 2009, აშშ) — ქართველი სპორტსმენი (მხატვრული ტანვარჯიში). სსრკ ჩემპიონი ლენტით და ბურთით ვარჯიშში (1979). სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ჩემპიონი ბურთით ვარჯიშში (1979) და მესამე პრიზიორი მრავალჭიდში (1979). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1979).
1993 წლიდან წვრთნიდა მალაიზიის ნაკრებს. 2000–2008 წლებში მუშაობდა აშშ-ში, ორეგონის შტატის ტანვარჯიშის აკადემიაში მწვრთნელად. გარდაიცვალა აშშ-ში, 48 წლის ასაკში.
წელი | ტურნირი | მასპინძელი | ადგილი |
---|---|---|---|
1979 | მსოფლიო ჩემპიონატი | ლონდონი, დიდი ბრიტანეთი | |
1979 | მსოფლიო ჩემპიონატი | ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |