კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ლოს-ანჯელესი)-საჯარო უნივერსიტეტი ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის (CSU) სისტემის ნაწილია. უნივერსიტეტს აქვს 142 საბაკალავრო, 122 სამაგისტრო და 4 სადოქტორო პროგრამა.[1][2]
2016 წლის შემოდგომაზე, კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტი გადავიდა სწავლების სემესტრულ სისტემაზე. ლექციები ტარდება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით დილის 7 საათიდან საღამოს 10 საათამდე.[3]
უნივერსიტეტმა სტუდენტური კავშირის (U-SU) შენობის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო და გახსნა 2009 წლის იანვარში. შენობაში სივრცეები განკუთვნილია სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის შეკრებისთვის და ურთიერთობისთვის. სტუდენტური კავშირის შენობაში განთავსებულია თეატრი, ფიტნეს ცენტრი და სტუდენტური სხვა სერვისები.
შენობა ხიდის მეშვეობით უკავშირდება The Golden Eagle-ის (ოქროს არწივი) შენობას. Golden Eagle მოიცავს Barnes & Noble-ის წიგნების მაღაზიას და ძირითად საკონფერენციო სივრცეებს, კვების ობიექტებს, რომლებსაც ამერიკული მსხვილი სხვადასხვა კომპანია ფლობს: კოკა-კოლა, Starbucks.[4][5]