კალუმის გეოგრაფიული მედალი | |
![]() | |
ქვეყანა | აშშ |
პირველად გადაეცა | 1896 |
ბოლოს გადაეცა | 2009 |
კალუმის გეოგრაფიული მედალი (ინგლ. Cullum Geographical Medal) — ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოების ერთ-ერთი უძველესი ჯილდო. იგი დააფუძნა გენერალ-მაიორმა ჯორჯ ვაშინგტონ კალუმმა (1809-1892). ჯორჯ კალუმი ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი იყო.[1] მედალი ენიჭებათ მნიშვნელოვანი გეოგრაფიული აღმოჩენების ან გეოგრაფიული მეცნიერების განვითარებისათვის.[2] პირველად მედალი მიენიჭა ამერიკელ მოგზაურს რობერტ პირს 1896 წელს.[3]
მედალის გარეგანი იერი შემუშავებულია ლიდია ემეტის მიერ.
სხვადასხვა დროს კოლუმის მედლით დაჯილდოებულები იყვნენ: რობერტ პირი, ფრიტიოფ ნანსენი, ჯონ მიურეი, უილიამ მორის დეივისი, სვენ ჰედინი, იოვან ცვიიჩი, მარკ ჯეფერსონი და სხვა.