კეტლინ ჰიქსი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 25 სექტემბერი, 1970 (53 წლის) |
დაბადების ადგილი | Fairfield |
მოქალაქეობა | აშშ |
განათლება | მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯი, მერილენდის უნივერსიტეტი და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი |
მამა | William J. Holland |
კეტლინ ჰოლანდი ჰიქსი (ინგლ. Kathleen Holland Hicks [1], დ. 25 სექტემბერი, 1970, ფერფილდი, კალიფორნია [2] [3]) — ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენელი, რომელმაც 2021 წლის 9 თებერვლიდან დაიკავა ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი. [1] პირველი ქალი, რომელიც სენატმა ამ თანამდებობაზე დაამტკიცა.[4] ადრე ობამას კაბინეტში იყო თავდაცვის მინისტრის მთავარი მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში. 2020 წლისთვის ჰიქსი აკადემიური და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველად მსახურობდა, იყო სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და უსაფრთხოების საერთაშორისო პროგრამის დირექტორი. [5] ამჟამად ქალთა შორის იკავებს ყველაზე მაღალ თანამდებობას ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტში.
ჰიქსმა წარჩინებით დაათავრა მაუნთ-ჰოლიოკის კოლეჯი 1991 წელს. მიიღო ბაკალავრის ხარისხი ისტორიასა და პოლიტიკაში. ეროვნულ უსაფრთხოებას სწავლობდა მერილენდის უნივერსიტეტის კოლეჯ პარკში. 2010 წელს გახდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მფლობელი. [6] მისი სადისერტაციო თემა იყო „ცვლილებათა აგენტები: ვინ და რატომ ხელმძღვანელობს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებას“, ხოლო თემის ხელმძღვანელი — ჩარლზ სტიუარტი.
1993 წლიდან 2006 წლამდე ჰიქსი მსახურობდა სახელმწიფო მოხელედ თავდაცვის მინისტრის კანცელარიაში. გაიარა გზა სტაჟიორიდან უფროს აღასრულებელ თანამშრომლამდე. 2006 წლიდან 2009 წლამდე იყო სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ( CSIS ) უფროსი თანამშრომელი, რომელიც ხელმძღვანელობდა ეროვნული უსაფრთხოების სხვადასხვა კვლევით პროექტებს.
2009 წელს ობამას პრეზიდენტობის დროს ჰიქსი დაინიშნა თავდაცვის მდივნის მოადგილედ სტრატეგიის, გეგმების და შეიარაღებული ძალების საკითხებში. 2012 წელს ჰიქსი დაინიშნა თავდაცვის მდივნის მოადგილედ პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტ ობამას დროს. ამ როლში ასრულებდა ოთხწლიანი თავდაცვის მიმოხილვაში მთავარი დამაკავშირებელი რგოლის როლს, თან და კურირებდა 2012 წლის თავდაცვის სტრატეგიულ ხელმძღვანელობას. პრეზიდენტმა კეტლინ ჰიქსი დანიშნა მომავლის არმიის ეროვნული კომისიის კომისრად. ჰიქსი ასევე საერთაშორისო ურთიერთობების საკითხთა საბჭოს წევრია და შედის ტრუმენის ეროვნული უსაფრთხოების პროექტის მრჩეველთა საბჭოსა და Soldier Strong - ში.
ჰიქსი ადრე იყო უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ჰენრი კისინჯერის თავმჯდომარე და საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის დირექტორი CSIS. იგი პარალელურად მუშაობდა დონალდ მარონის მეცნიერ-თანამშრომლად პოლ ხ. ნიტცის საერთაშორისო პერსპექტიული კვლევების სკოლაში. 2020 წლის ოქტომბერში იგი ასევე მსახურობდა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ( CSIS ) მაღალი დონის გუნდში — CSIS-LSHTM ვაქცინების ნდობისა და დეზინფორმაციის შესახებ COVID-19 პანდემიის დროს, ლარსონ ჰაიდის და ჯ. სტივენ მორისონის თანათავმჯდომარეობით.
2020 წლის 30 დეკემბერს ჰიქსი წარადგინეს ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე 2021 წლის 2 თებერვალს წარსდგა. მისი კანდიდატურა დადასტურდა სენატის სრული კენჭისყრით 2021 წლის 8 თებერვალს. ფიცი დადო 2021 წლის 9 თებერვალს.
ჰიქსი უხელმძღვანელებს ქვეყნის ბირთვული ტრიადის მოდერნიზაციას. [7]