კლარენს დატონი

კლარენს დატონი
დაბ. თარიღი 15 მაისი, 1841(1841-05-15)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი უოლინგფორდი
გარდ. თარიღი 4 იანვარი, 1912(1912-01-04)[1] [2] [3] [4] [5] (70 წლის)
გარდ. ადგილი ენგლვუდი
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა ვულკანოლოგი, გეოლოგი და გეოგრაფი
მუშაობის ადგილი აშშ-ის გეოლოგიური სამსახური
ალმა-მატერი Yale College

კლარენს ედვარდ დატონი (ინგლ. Clarence Edward Dutton; დ. 15 მაისი, 1841 — გ. 4 იანვარი, 1912) — ამერიკელი გეოლოგი და აშშ-ის არმიის ოფიცერი. დაიბადა უოლინგფორდში. 1860 წელს დაამთავრა იელის კოლეჯი. 1875-1891 წლებში იყო აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის თანამშრომელი. მეტწილად იკვლევდა კლდოვანი მთების რაიონებს; დაწერა რამდენიმე სტატია, რომელიც მიეძღვნა იუტის შტატის მაღალმთიანი პლატოების გეოლოგიური შესწავლის საქმეს. შეიმუშავა იზოსტაზიის პრინციპი, რომლის თანახმად დედამიწის ქერქის დონე განისაზღვრება მისი სიმჭიდროვით. შედარებით რბილი მასალების აზევების შედეგად წარმოიქმნება კონტინენტები და მთები, ხოლო საპირისპიროდ, შედარებით მძიმე მასალების დაშვების შედეგად — ოკეანური აუზები. 1890 წელს მოამზადა მოხსენება ჩარლსტონში (1886) მომხდარი მიწისძვრის შესახებ. 1889 წელს შემოიღო ტერმინი „იზოსტაზია“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]