კრალიცკი-სნეჟნიკი | |
---|---|
![]() კრალიცკი-სნეჟნიკის ხედი სამხრეთიდან | |
კოორდინატები: 50°12′25″ ჩ. გ. 16°50′56″ ა. გ. / 50.20694° ჩ. გ. 16.84889° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
სიმაღლე | 1424 მ |
კრალიცკი-სნეჟნიკი (ჩეხ. Králický Sněžník) — მთა ცენტრალურ ევროპაში, აღმოსავლეთ სუდეტებში, ჩეხეთისა და პოლონეთის საზღვარზე. სახელი სნეჟნიკი სიტყვა „თოვლიდან“ მომდინარეობს, რადგან მთა წლის მანძილზე რვა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თოვლითაა დაფარული. ჩეხურში, ზედსართავი სახელი „კრალიცკი“ დამატებულია იმის გამო, რომ ეს მთა სხვა მთისგან — დეჩინსკი-სნეჟნიკისგან გაარჩიონ.
კრალიცკი-სნეჟნიკი სნიზნიკის მთების უმაღლესი წერტილია. მასივი მესამეულ სისტემაში ჩამოყალიბდა და ის წყალგამყოფს წარმოადგენს შავ, ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებისთვის.
1990 წელს, ჩეხეთის მხარეს სახელმწიფოს დაცვის ქვეშ მყოფი ბუნების ნაკრძალი შეიქმნა. ასევე დაცულია პოლონეთის მხარე, სადაც შექმნილია სნეჟნიკის ლანდშაფტის პარკი.