მდებარეობა | კრასნოდარი, რუსეთი |
---|---|
აშენდა | 2016 |
გაიხსნა | 9 ოქტომბერი, 2016 |
ტევადობა | 35 179 (2019) |
კრასნოდარის სტადიონი — არის ამავე კვარტლის კლუბის საფეხბურთო სტადიონი ქალაქ კრასნოდარში. მდებარეობს ვოსტოჩნო-კრუგლიკოვსკის მიკრორაიონში.
სტადიონი მთლიანად აშენდა სერგეი გალიცკის, რუსეთის უდიდესი მაღაზიათა ქსელის, „მაგნიტის“ ყოფილი მფლობელის სახსრებით [1]. ზოგიერთი შეფასებით, მშენებლობის ღირებულება დაახლოებით 400 მილიონი დოლარია.
მომავალი სტადიონის მშენებლობის ადგილზე მოსამზადებელი სამუშაოები 2011 წელს დაიწყო. სტადიონის პროექტი შეიმუშავა „SPEECH“-ის არქიტექტურულმა ბიურომ.
სტადიონის ინტერიერის დიზაინი შეიმუშავა „მაქსიმ რიმარის სტუდიამ“ [2]. სტადიონის მშენებლობა დაიწყო 2013 წლის მაისში თურქულმა კომპანიამ „Esta Construction“-მა. სტადიონის ნავიგაცია გააკეთა არტემი ლებედევის სტუდიამ.
ფასადი დასრულებულია იტალიური ტრავერტინით. სტადიონის ტრიბუნები მთლიანად გადახურულია. სტადიონი მხოლოდ ფეხბურთის მატჩებისთვისაა განკუთვნილი, სპორტული ბილიკების არარსებობა კი საშუალებას აძლევს მაყურებლებს, რაც შეიძლება ახლოს იყოს უშუალოდ მოედანთან.
სტადიონის გვერდით არის პარკი, რომლის ფართობი დაახლოებით 17 ჰექტარია. ასევე არის ავტოსადგომი გათვლილი 3 ათასი მანქანისთვის, რომელსაც კლუბი იყენებს მატჩების დროს. დანარჩენ დროს ქალაქის ვოსტოჩნო-კრუგლიკოვსკის მიკრორაიონის მაცხოვრებლები მანქანებს აქ ტოვებენ [3].
სტადიონი განსხვავებულია იმით, რომ მას არ აქვს ოფიციალური დაფა. მატჩის შესახებ ინფორმაცია ნაჩვენებია ტრიბუნების გასწვრივ სტადიონის თავზე გაჭიმულ 3D ეკრანზე.
სერგეი გალიტსკის თქმით, შესაძლებლობაა 42700 ადგილამდე გაიზარდოს სტადიონზე მაყურებლების ტევადობა.
2017 წლის ოქტომბერში სტადიონის მახლობლად გაიხსნა კრასნოდარის ქალაქის პარკი. ახალი სტადიონი და პარკი წარმოადგენს ერთ არქიტექტურულ ანსამბლს, რომლის გაფორმებაშიც იგივე სამშენებლო მასალები იქნა გამოყენებული. ამ დროისთვის პარკის გაფართოება გრძელდება და მიმდინარეობს მეოთხე ეტაპის მშენებლობა, რომელიც მოიცავს თანამედროვე ჰიდროპარკს.
პირველი მატჩი სტადიონზე შედგა 2016 წლის 9 ოქტომბერს, რომელშიც რუსეთის ნაკრები შეხვდა ამხანაგურ მატჩში კოსტა-რიკის ნაკრებთან [4]. მატჩს 34 200 მაყურებელი ესწრებოდა.
კრასნოდარის პირველი მატჩი სტადიონზე ჩატარდა 2016 წლის 20 ოქტომბერს, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის ფარგლებში, „შალკე 04“-თან [5]. აღნშნულ მატჩს 33550 მაყურებელი დაესწრო.
სტადიონს აქვს UEFA 4 კატეგორია - უმაღლესი კატეგორიის სტადიონი, FIFA მსოფლიო თასის ფინალების, ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის, ასევე ჩემპიონთა ლიგის და უეფას ევროპა ლიგის ყველა ეტაპის მატჩების მასპინძლობის უფლებით.
პორტალ „stadiumdb.com“-ის თანახმად, სტადიონი იყო ნომინირებული წლის საუკეთესო სტადიონის კონკურსზე 2016 წელს.