კრის აველონი | |
---|---|
![]() კრის აველონი მანილაში, 2009 წელი. | |
დაბადების სახელი | კრისტოფერ ფრედერიკ აველონი |
დაბადების თარიღი | 27 სექტემბერი, 1972[1] |
ეროვნება | ამერიკელი |
ალმა-მატერი | ვილჰელმისა და მარიას სახელობის კოლეჯი |
პროფესია | ვიდეო თამაშების ინდუსტრია |
საქმიანობა |
ვიდეო თამაშების დიზაინერი კომიკსების მწერალი |
ცნობილი ნაშრომები |
Fallout 2 Baldur's Gate Planescape: Torment Icewind Dale The Sith Lords Neverwinter Nights 2[2] |
კრის აველონი ( ინგლ. Chris Avellone დ. 27 დეკემბერი, 1972) — ამერიკელი ვიდეო თამაშების დიზაინერი და კომიკსების მწერალი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილი არის კომპანიებში Interplay-სა Obsidian Entertainment-ში მუშაობით. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი თამაშების შექმნაში, როგორებიც არის Fallout 2, Fallout: New Vegas, Wasteland, Baldur's Gate, Planescape: Torment და ა.შ.
აველონი არის სიცილიელი ემიგრანტების შთამომავალი. მან დაამთავრა ტომას ჯეფერსონის სახელობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უმაღლესი სკოლა[3]. სკოლის დამთავრების შემდეგ, შევიდა ვილჰელმისა და მარიას სახელობის კოლეჯში, სადაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი[4]. კრისმა დაიწყო მოღვაწეობა მას შემდეგ, რაც მიიღო მონაწილება Dungeons & Dragons-ის შემუშავებაში. 1997 წელს დაიწყო მუშაობა კომპანია Interplay Entertainment-ში, სადაც გახდა 1998 წელს გამოსული ცნობილი თამაშის Fallout 2-ის ერთ-ერთი მთავარი შემქმნელი, ხოლო შემდეგ მუშაობდა მის გაგრძელებაზე. [5]Fallout 2-ზე მუშაობის პარალელურად იგი სათავეში ჩაუდგა Planescape: Torment-ის შექმნას.
აველონი ასევე მონაწილეობდა Icewind Dale-ის ყველა სერიის შემუშავებაში, რომლებიც გამოიშვა 2000-2002 წლებში. როგორც დიზაინერმა მიიღო მონაწილება Baldur's Gate: Dark Alliance-ისა და (2001) შექმნაში Champions of Norrath (2004) და იყო გაუქმებული თამაშის Van Buren-ის მთავარი დიზაინერი. ამის შემდეგ მან დატოვა Interplay.
Interplay-ის დატოვების შემდეგ, გახდა Obsidian Entertainment-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. აველონი მუშაობდა როლურ თამაშებზე: Knights of the Old Republic II (2004), Neverwinter Nights 2 (2006) და Alpha Protocol[5]. ასევე მონაწილეობდა Fallout: New Vegas (2010), South Park: The Stick of Truth-ის შემუშავებაში (2014). მიიღო მონაწილეობა inXile Entertainment-ის პროექტების Wasteland 2-ისა და Project Eternity-ის შექმნაში, მოგვიანებით ცნობილი როგორც Pillars of Eternity[6][7]. 2015 წლის 9 ივნისს გახდა ცნობილი, რომ კრის აველონმა დატოვა Obsidian Entertainment[8]. 2015 წლის 25 სექტემბერს Larian Studios-მა განცხადა, რომ კრისი იმუშავებს მათ კომპანიაში Divinity: Original Sin 2-ის შექმნაზე[9].
|
|