მუნიციპალიტეტი | |
---|---|
ლა-პალმა La Palma | |
ქვეყანა | კუბა |
პროვინცია | პინარ-დელ-რიო |
კოორდინატები | 22°44′50″ ჩ. გ. 83°33′09″ დ. გ. / 22.74722° ჩ. გ. 83.55250° დ. გ. |
ფართობი | 621 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 50 მ |
მოსახლეობა | 35 426 კაცი (2004) |
სიმჭიდროვე | 57 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC-5 |
სატელეფონო კოდი | +53-82 |
ლა-პალმა — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, პინარ-დელ-რიოს პროვინციაში. მდებარეობს პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში, ფლორიდის სრუტის სანაპიროზე, ქალაქ კონსოლასიონ-დელ-სურის ჩრდილოეთით, ვინიალესისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით.
ლა-პალმისგან აღმოსავლეთით მდებარეობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ვინიალესის ხეობა, მის აღმოსავლეთით კი სიერა-დელ-როსარიოს ბიოსფერული ნაკრძალი იშლება. მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ სანაპიროდან 2 კმ-ში მდებარეობს პოპულარული ტურისტული ატრაქცია — კუნძული კაიო-ლევისა, რომელიც კოლორადოსის არქიპელაგს მიეკუთვნება.
2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 35 426 ადამიანს შეადგენდა.[1] 621 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 57 ადამიანი კმ²-ზე.[2]
|