ლაუდელინა დე კამპოს მელო | |
---|---|
დაბადების თარიღი |
12 ოქტომბერი, 1904 პოსუს-დი-კალდასი, მინას-ჟერაისი, ბრაზილია |
გარდაცვალების თარიღი |
12 მაისი, 1991 კამპინასი, სან-პაულო, ბრაზილია |
ეროვნება | ბრაზილიელი |
საქმიანობა | შინამოსამსახურე, აქტივისტი |
აქტიური | 1916-1988 |
ცნობილია როგორც | შინამოსამსახურეთა კავშირების ორგანიზატორი |
ლაუდელინა დე კამპოს მელო (პორტ. Laudelina de Campos Melo, დ. 12 ოქტომბერი, 1904 – გ. 12 მაისი, 1991) – აფრო-ბრაზილიელი აქტივისტი. მთელი სიცოცხლის მანძილზე შინამოსამსახურედ ყოფნისას, მელომ ადრეულ ეტაპზევე გააცნობიერა მუშა ქალების წინააღმდეგ დისკრიმინაციისა და არასათანადო დაფასების შესახებ. მთელი სიცოცხლის მანძილზე იგი შინამოსამსახურეების შესახებ საზოგადოებრივი აღქმისა და პოლიტიკის შეცვლისთვის იბრძოდა და წარმატებას მიაღწია შინამოსამსახურეთა ორგანიზაციების შექმნის მიმართულებით, რომლებიც ლობირებდნენ მათ მუშათა კლასად აღიარებას, რომელთაც შრომის უფლებები ექნებოდათ.
ლაუდელინა დე კამმპოს მელო 1904 წლის 12 ოქტომბერს პოსუს-დი-კალდასის მუნიციპალიტეტში, მინას-ჟერაისის შტატში, ბრაზილიაში დაიბადა. დედამისი შინამოსამსახურე იყო, ხოლო მამამისი ხე-ტყის მჭრელად მუშაობდა.[1] ორივე მშობელი მონების ოჯახში დაიბადა, თუმცა რიო-ბლანკოს კანონის მიხედვით, რომელიც 1871 წელს მიიღეს, მათ დაბადებიდანვე თავისუფლება მიენიჭათ, მიუხედავად იმისა, რომ მშობლები მონებად რჩებოდნენ.[2] მელო 12 წლის იყო, როდესაც მამამისი ხიდან გადმოვარდნისას დაიღუპა. მელომ სკოლა მიატოვა, რათა დედამისსს სასტუმროში სრულ განაკვეთზე ემუშავა, თავად კი ხუთ უმცროს დედმამიშვილზე ეზრუნა.[1]
მელო 1991 წლის 22 მაისს კამპინასში გარდაიცვალა. თავისი სახლი ‘’S indicato dos Trabalhadores DomésticoS-ს’’ შტაბ-ბინად დაუტოვა.[1] იგი ბრაზილიაში შინამსამსახურეთა პირველი კავშირის დამფუძნებლად და ქვეყანის მასშტაბით შინამოსამსახურეთა უფლებების დაცვისა და ცნობიერების ამაღლებაში ერთ-ერთ პიონერად მიიჩნევა.
2020 წლის 12 ოქტომბერს, Google-მა ლაუდელინა დე კამპოს მელოს Google Doodle მიუძღვნა. [3]