ლევონ მირზოიანი | |
---|---|
სომხ. Լևոն Եսայիի Միրզոյան | |
დაბადების თარიღი | 18 (30) ნოემბერი, 1897[1] |
დაბადების ადგილი | Heşan[1] |
გარდაცვალების თარიღი | 26 თებერვალი, 1939 (41 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
ჯილდოები | ლენინის ორდენი |
ლევონ მირზოიანი (სომხ. Լևոն Եսայիի Միրզոյան; რუს. Левон Исаевич Мирзоян) (დ. 14 ნოემბერი, 1897[2][3] – გ. 26 თებერვალი, 1939) — აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის მდივანი 1926 წლის 21 იანვრიდან 1929 წლის 5 აგვისტომდე. ყაზახეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი 1936 წლის 5 დეკემბრიდან 1938 წლის 3 მაისამდე. დახვრეტილი იქნა დიდი წმენდის (პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირში) დროს.
მირზოიანი დაიბადა შუშას რაიონის სოფელ აშანში, ელიზაბეტოპოლის გუბერნიაში, სომხური ფესვების მქონე ოჯახში. 1917 წელს შეუერთდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას. აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი 1926 წლის 21 იანვრიდან 1929 წლის 5 აგვისტომდე. 1929–1933 წლებში იყო პერმის რეგიონული კომიტეტის მდივანი, შემდეგ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ურალის რეგიონული კომიტეტის მე–2 მდივანი. 1933 წელს ის გახდა ყაზახეთის პარტიის რეგიონული კომიტეტის პირველი მდივანი. 1937 წელს ის გახდა ყაზახეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკი) პირველი მდივანი. ლევონ მირზოიანი იყო სსრ კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.
სომხეთში ყაზახეთის ელჩის აიმდოს ბოზჯიგიტოვზე დაყრდნობით მირზოიანმა „ბევრი რამ გააკეთა ყაზახეთის ეკონომიკის ფორმირებისა და განვითარებისათვის“.[4] მან ასევე დაამატა, რომ „ყაზახები მას მირზა-ჯანს ეძახიან და ჯერჯერობით ყველა მადლიერებით იხსენებს“.[5]
1938 წელს მირზოიანმა გაუგზავნა დეპეშა იოსებ სტალინსა და ვიაჩესლავ მოლოტოვს, რომელშიც მან გამოთქვა თავისი უთანხმოება 1936 წელს ყაზახეთში დეპორტირებული კორეელების გადაყვანის გადაწყვეტილებას პრიმორიიდან, რესპუბლიკის სამხრეთ ნაწილიდან ჩრდილოეთით, სადაც მათ არ შეეძლოთ ჩართვა ბრინჯის მოშენებაში. მან ასევე გამოხატა თავისი ეჭვები ნკვდ-ს (საბჭოთა საიდუმლო სამსახური, მოგვიანებით ცნობილი როგორც კგბ) სახელით მუშაობის მეთოდებთან დაკავშირებით. 1938 წლის ზაფხულში მირზოიანი დააპატიმრეს და გადაყვანილი იქნა მოსკოვის ლეფორტოვოს ციხეში. 1939 წლის 26 თებერვალს დახვრიტეს. მისი რეაბილიტაცია მოხდა 1958 წელს.
მიღებული ჰქონდა ლენინის ორდენი.
ლევონი მირზოიანის ცოლი იყო იულია ფიოდორის ასული თევოსიანი, (საბჭოთა პოლიტიკური მოღვაწე ივან თევოსიანის და) რომელიც მუშაობდა ყაზახეთში მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის დირექტორად.