ლიბანის კონსტიტუცია

ლიბანის კონსტიტუცია — მიიღეს 1926 წლის 23 მაისს. კონსტიტუციის პროექტი საფრანგეთის მანდატის დროს შემუშავდა, და მმართველობის მოდელი კონფესიონალიზმს დაეფუძნა, რათა ლიბანის რელიგიური თემების ინტერესები გაეთვალისწინებინათ.[1]

კონსტიტუცია ლიბანის გამოჩენილმა მოღვაწეებმა შეიმუშვეს საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის შთაგონებით. კონსტიტუციაში დაცულია თავისუფლების, თანასწორობისა და რელიგიური თავისუფლების პრინციპები. კონსტიტუცია აყალიბებს სისტემას, რომელშიც პოლიტიკური წარმომადგენლობა და ძალაუფლება რელიგიური კუთვნილების მიხედვითაა განაწილებული. აღნიშნული დანაწილება მოიცავს საკანონმდებლო ადგილების თანაბრად განაწილებას ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის და მათი სექტებისთვის ადგილების პროპორციულად გამოყოფას.[1]

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კონსტიტუციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, რაც გამოიხატა 1943 წლის ეროვნული პაქტითა და შემდგომ გადამუშვებული 1989 წლის ტაიფის შეთანხმებით, რომელიც ლიბანის 15 წლიანი სამოქალალაქო ომის დასრულებას ისახავდა მიზნად.[1]

ლიბანის კონსტიტუციის მე-11 მუხლის მიხედვით, ოფიციალური სახელმწიფო ენა არის არაბული ენა. კანონით გათვალისწინებულია შემთხვევები, როცა ფრანგული ენა შეიძლება იქნეს გამოყენებული.

იმისთვის, რომ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის თანასწორობა იქნეს მიღწეული, კონსტიტუციის 24-ე მუხლი თანამდებობების განაწილების საფუძვლად კონფესიონალიზმს ასახელებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკიწყარო
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:
ვიკიწყარო
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:
  1. 1.0 1.1 1.2 Najem, Tom Pierre; Amore, Roy C. (2021) Historical dictionary of Lebanon, 2nd, Historical dictionaries of Asia, Oceania, and the Middle East, Lanham (Md.): Rowman & Littlefield, გვ. 88–89. ISBN 978-1-5381-2043-9.