ლივლივი — ოკეანის ან ზღვის ზედაპირის თავისუფალი რხევა უქარო ამინდში. წარმოადგენს თავისუფალ გრავიტაციულ ტალღებს. წარმოიქმნება ქარისმიერი ზღვის ტალღების გარდაქმნის შედეგად ქარის ზემოქმედების რაიონიდან გამოსვლის შემდეგ. ლივლივის ტალღა გრძელი და დამრეცია, სიმაღლე — 10-15 მ, სიგრძე — 300-400 მ, პერიოდი 17-20 წმ. ვრცელდება რამდენიმე ათას მილზე. ზომისა და ფორმის მიხედვით, ლივლივის ტალღები თითქმის არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან: წყლის ნაწილაკები მათში გადაადგილდება წრიული ორბიტის სისწორით.[1] სრული უქარობისას ლივლივს „მკვდარი“ ეწოდება.[2]