ელიზავეტა (ლიზა) იასკო | |
უკრაინის უმაღლესი რადის წევრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 29 აგვისტო, 2019 |
დაბადებული | 17 ოქტომბერი, 1990 კიევი, უკრაინა |
ეროვნება | უკრაინელი |
პოლიტიკური პარტია | ხალხის მსახური |
განათლება | ტარას შევჩენკოს კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბლავატნიკის სამთავრობო სკოლა; ოქსფორდის უნივერსიტეტი |
ელიზავეტა (ლიზა) იასკო (დ. 17 ოქტომბერი, 1990) — უკრაინელი პოლიტიკოსი, კულტურის საქმეთა ექსპერტი და კინოპროდიუსერი. უკრაინის უმაღლესი რადის წევრი 2019 წლის 29 აგვისტოდან. უკრაინის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ევროპის საბჭოში.
2021 წლის 1 ოქტომბერს, გავრცელდა ინფორმაცია რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა, ის ამავე დღეს დააკავეს. მის ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებული ვიდეოდან კი ცნობილი გახდა რომ მიხეილ სააკაშვილი ახალ ოჯახს ქმნის უკრაინის უმაღლესი რადის წევრ ლიზა იასკოსთან.[1][2] რამდენიმე დღის შემდეგ იასკომ აღნიშნა, რომ სანდრა რულოვსი სააკაშვილის „ყოფილი ცოლი“ იყო.[3] სანდრა რულოვსმა კი განაცხადა, რომ არ იცოდა მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს ურთიერთობის შესახებ.[4][5]