ლილი მონიკე დე კარვალიო მარინიო | |
---|---|
დაბადების თარიღი |
10 მაისი, 1921 კელნი, გერმანია |
გარდაცვალების თარიღი |
5 იანვარი, 2011 რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია |
საქმიანობა | ქველმოქმედი, მედიაპერსონა, სოციალიტი |
მეუღლე(ები) |
ჰორაციო დე კარვალიო რობერტო მარინიო (გარდ. 2003) |
ლილი მონიკე დე კარვალიო მარინიო (პორტ. Lily Monique de Carvalho Marinho; დ. 10 მაისი, 1921 – 5 იანვარი, 2011) – ბრაზილიელი სატელევიზიო პერსონა, ქველმოქმედები და სოციალიტი. მარინიო მედიამაგნატისა და რედე გლობოს დამფუძნებლის, რობერტო მარინიოს ქვრივი იყო.[1] 1999 წლიდან გარდაცვალებამდე იუნესკოს კეთილი ნების ელჩი იყო.[1]
ლილი მონიკე ლემბი დაიბადა კელნში, გერმანიაში, 1921 წლის 10 მაისს. ის ბრიტანელი ჯარისკაცის, ჯონ ლემბისა და მისი ფრანგი მეუღლის, ჟანა ბერჟონის ერთადერთი ქალიშვილი იყო.[2] ის გერმანიაში დაბადა, რადგანაც პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მამამისი გერმანიაში იყო გამწესებული, თუმცა პარიზში აღიზარდა. სიცოცხლის მანძილზე მარინიო ბრაზილიის გამორჩეულად მდიდარ ადამიანებზე, ჰორასიო დე კარლავიოსა და რობერტო მარინიოზე იყო დაქორწინებული. მეორე ქმარი, მედიამაგნატი რობერტო მარინიო 2003 წელს გარდაიცვალა. მარინიო ხელოვნების ნიმუშების მეცენატი იყო და ბრაზილიაში მაღალი დონის სამხატვრო გამოფენებს აფინანსებდა, სადაც წარმოდგენილი იყო კლოდ მონეს, ოგიუსტ როდენის, კამილ კლოდელისა და პაბლო პიკასოს ნამუშევრები.[1]
ლილი მრინიო სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა 2011 წლის 5 იანვარს, 89 წლის ასაკში.[1][2] 2010 წლის 14 დეკემბრიდან რიო-დე-ჟანეიროს სამხრეთ ზონის გავეას ნეიბორჰუდის საო-ვისენტეს კლინიკაში იყო გადაყვანილი.[2] დაკრძალულია რიო-დე-ჟანეიროს ბოტაფაგოს ნეიბორჰუდის საო-ჟოაო-ბატისტას სასაფლაოზე.[2]