ლიუბოვ დოსტოევსკაია | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 14 (26) სექტემბერი, 1869[1] |
დაბადების ადგილი | დრეზდენი, საქსონიის საკურფიურსტო, ჩრდილოეთ გერმანიის კავშირი[1] [2] |
გარდაცვალების თარიღი | 10 ნოემბერი, 1926[1] (57 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბოლცანო[1] [2] |
დასაფლავებულია | cemetery of Bozen და new cemetery of Gries |
საქმიანობა | მწერალი[2] |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია![]() |
ლიუბოვ ფიოდორეს ასული დოსტოევსკაია (რუს. Любо́вь Фёдоровна Достое́вская, დ. 14 სექტემბერი, 1869, დრეზდენი — გ. 10 ნოემბერი, 1926, იტალია) — მემუარისტი და მწერალი, ფიოდორ დოსტოევსკისა და ანა დოსტოევსკაიას მეორე ქალიშვილი.
ფიოდორ დოსტოევსკის ძალიან უყვარდა თავისი მეორე ქალიშვილი. დაბადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 1869 წლის 14 (26) დეკემბერს, მან დრეზდენიდან თავის დისწულს, სოფია ივანოვას, მიწერა:
მოგვიანებით, როდესაც ლიუბა გაიზარდა, იგი მამამისს ჩანაწერებს წერდა (სულ 11 ჩანაწერი შემორჩა). შემორჩა მხოლოდ მწერლის ორი პასუხი ამ ჩანაწერებზე — ერთი 1874 წლის 26 აპრილის, მოსკოვიდან, და მეორე 1879 წლის 7 აგვისტოს, ემსიდან.[3]
როდესაც დოსტოევსკი გარდაიცვალა, ლიუბა 12 წლის იყო. მამის დაკრძალვამ, სავარაუდოდ, ძლიერ იმოქმედა ამ გრძნობიარე ბავშვზე, თუმცა მის პიროვნულ ჩამოყალიბებაზე მეტად გავლენას ახდენდა მისი სუსტი ჯანმრთელობა.
დოსტოევსკის მკვლევარი ნიკოლაი ნასედკინი წერდა: „დოსტოევსკის გრანდიოზულმა დაკრძალვამ უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მგრძნობიარე ლიუბაზე, დაეხმარა მას საბოლოოდ გაეცნობიერებინა, ვისი ქალიშვილი იყო და ვინ იყო მისი მამა. ამან მის ხასიათზე არცთუ საუკეთესო გავლენა მოახდინა. <…> მრავალი მოგონების თანახმად, ის იყო რთული ბუნების, ამაყი და პატივმოყვარე.“[4]
ლიუბა არ ეხმარებოდა დედას დოსტოევსკის დიდების უკვდავყოფაში და ქმნიდა თავის სახეს, როგორც ცნობილი მწერლის ქალიშვილი. მოგვიანებით, საერთოდ დაშორდა დედას.[3] მისი მცდელობები მწერლობაში, გამოიხატა მოთხრობების კრებულში „ავადმყოფი გოგონები“ (1911), რომანებში „ემიგრანტი ქალი“ (1912) და „ადვოკატი ქალი“ (1913), თუმცა მათ აღიარება ვერ მოიპოვეს. მისი პირადი ცხოვრებაც არ აეწყო.
1913 წელს, საზღვარგარეთ მკურნალობის მორიგი მოგზაურობის შემდეგ, იგი სამუდამოდ დარჩა უცხოეთში. იქ მან დაწერა და გამოაქვეყნა (ჯერ გერმანულ ენაზე, მოგვიანებით კი სხვა ევროპულ ენებზეც) თავისი ცხოვრების მთავარი ნაშრომი „Dostoejewski geschildert von seiner Tochter“ (მიუნხენი, 1920). რუსულ ენაზე იგი გამოქვეყნდა რუსეთში სახელწოდებით „დოსტოევსკი მისი ქალიშვილის, ლ. დოსტოევსკაის აღწერით“, თუმცა მნიშვნელოვნად შემოკლებული ვერსიით.[3] ნიკოლაი ნასედკინი წერდა: „დოსტოევსკის ქალიშვილის წიგნი შეიცავს მრავალ ფაქტობრივ უზუსტობას, შეცდომასა და სადავო მტკიცებას, მაგრამ ამასთანავე, იგი მკვლევარებისთვის მწერლის შემოქმედების შესახებ ბევრ საინტერესო და ახალ ინფორმაციას იძლევა.“ ამ მემუარების წარდგენა, როგორც „თვითმხილველის ჩანაწერებისა“, ლიუბოვ დოსტოევსკაიას ასაკის გათვალისწინებით მამის გარდაცვალების წელს, უნდა ჩაითვალოს გაუგებრობად. მიუხედავად ამისა, ლიუბოვ დოსტოევსკაიას დაწერილი, ფიოდორ დოსტოევსკის და მისი გარემოცვის ნახევრად ლიტერატურული პორტრეტები, აქტიურად გამოიყენება დიდი მწერლის შემოქმედების მკვლევარების მიერ იმ შემთხვევებში, როდესაც უფრო საიმედო წყაროები არ არსებობს.“
დოსტოევსკის შემოქმედების მკვლევარები სერგეი ბელოვი და ვ. ტუნიმანოვი ლიუბოვ დოსტოევსკაიას მემუარების ძირითად ნაკლად ასახელებდნენ ფაქტებთან თავისუფალ მიდგომას და აშკარა ტენდენციურობას.[5]
მან ასევე დაწერა რამდენიმე ავტობიოგრაფიული ხასიათის რომანი.
ბოლო ორი წელი დოსტოევსკაია ცხოვრობდა იტალიაში, სადაც 1926 წლის 10 ნოემბერს გარდაიცვალა ლეიკემიითქალაქ ბოლცანოში. იგი გარდაიცვალა ცნობილი ექიმის ფ. რიოსლერის კერძო კლინიკაში. თავის ბოლო წერილში, რომელიც რუსეთში გაგზავნა, მან სთხოვა თავის ძმისშვილს, ანდრეის, „ბებიისა და ბაბუის, დოსტოევსკების, სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაეხადა“.
იგი დაკრძალეს ადგილობრივ ოლტრიზარკოს სასაფლაოზე, რომელიც გაუქმდა 1950-იანი წლების მეორე ნახევარში. ემე დოსტოევსკაიას (ასე მოიხსენიებდა იგი თავს საზღვარგარეთ) ფერფლი და მისი საფლავის ქვა გადაასვენეს ქალაქის ცენტრალურ სასაფლაოზე.