მშობ. სახელი: ფრანგ. Lifou Island | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 20°54′S 167°12′E / 20.9° ს. გ. 167.2° ა. გ. |
ფართობი | 1207,1 კმ² |
სიგრძე | 81 კმ |
სიგანე | 16-24 კმ |
უმაღლესი წერტილი | 104 მ |
ახალი კალედონია | |
პროვინცია | ლუაიოტე |
კომუნა | ლიფუ |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 8627 (2009) |
სიმჭიდროვე | 7,147 ად. /კმ² |
ლიფუ (ფრანგ. Lifou Island) — ყველაზე დიდი კუნძული ლუაიოტეს კუნძულების ჯგუფში წყნარ ოკეანეში[1]. ეკუთვნის ახალ კალედონიას. ადმინისტრაციულად შედის ლუაიოტეს პროვინციის ლიფუს კომუნის შემადგენლობაში.
ძველად ლიფუ იყო მარჯნული ატოლი, რომელიც წყალში ჩაძირული ვულკანის ნაწილია. დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ კუნძულის ზედაპირი აიწია დღეისათვის არსებულ დონეზე.
კუნძულს აქვს არასწორი ფორმა. ლიფუს სიგრძე შეადგენს დაახლოებით 81 კმ-ია, სიგანე მერყეობს 16-დან 24 კმ-მდე. კუნძულის ზედაპირი სწორია, ლიფუზე არ არსებობს მთები და მდინარეები.
ლიფუს ცენტრალური ნაწილი წარმოადგენს პლატოს, რომელიც დაფარულია ხშირი მცენარეულობით[2]. კუნძულის სამხრეთ ნაწილში გამოქვაბულების დიდი რაოდენობა მდებარეობს. ლიფუს დასავლეთ ნაწილში მდებარეობს სანტალის უბე, რომელსაც სახელი დაერქვა კუნძულზე სანტალით (ლათ. Santalum) მოვაჭრეების პატივსაცემად.
ლიფუს კუნძული 1827 წელს აღმოაჩინა ფრანგმა მოგზაურმა ჟიულ-სეზარ სებასტიენ დიუმონ-დიურვილმა[3]. შემდგომში კუნძულზე გამოჩნდნენ კათოლიკე და პროტესტანტი მისიონერები. XIX წელს ლიფუზე ყვაოდა სანტალით ვაჭრობა და მონათა ვაჭრობა. 1864 წელს კუნძული ანექსირებული იქნა საფრანგეთის მიერ[3].
კუნძულის ძირითადი დასახლებული პუნქტია სოფელი ვე (We), ლიფუს კომუნის ადმინისტრაციული და კომერციული ცენტრი. 2009 წელს კუნძულის მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 8627 ადამიანი, რომლებიც ცხოვრობენ სამ ტომობრივ რაიონში: ვეტრი (Wetr), ლოსი (Lösi) და გაიტჩა (Gaïça)[2].
ადგილობრივი მოსახლეობის მკვიდრი ენაა — დეჰუ.
ტურიზმი — ლიჰუს კუნძულის ინდუსტრიის მთავარი დარგია. ძირითადი საექსპორტო საქონელია: კოპრა, ვანილი, შაქრის ლერწამი, კაუჩუკი.