მაესტა — საკურთხევლის ხატი, შექმნილია 1308-1311 წლებში, ქალაქ სიენას დაკვეთით და მხატვარ დუჩო დი ბუონინსენიას შესრულებით.
სიენის საქალაქო არქივში დაცულია 1308 წლის 4 ოქტომბრის კონტრაქტი, რომელიც დადებულია სიენის ეკლესიის წარმომადგენელ იაკოპოსა და დუჩოს შორის. აღნიშნულ კონტრაქტში გარდა ტექნიკური საკითხებისა ჩამოთვლილია რამდენიმე სავალდებულო პირობა: ხატი დაწერილი უნდა ყოფილიყო მხოლოდ დუჩოს ხელით, თანაშემწეების გარეშე; დუჩოს არ უნდა შეესრულებინა სხვა რაიმე ნახატი, სანამ არ დაასრულებდა აღნიშნულ შეკვეთას. ამისათვის მხატვარს ეძლეოდა დღიური გასამრჯელო 16 სოლიდი. მაესტა სამი წლის განმავლობაში მზადდებოდა და 1311 წელს სიენის ტაძარში დააბრძანეს.