მალდივის რესპუბლიკის კონსტიტუცია (მალდ. ދިވެހިރާއްޖޭގެ ޤާނޫނު އަސާސީ) ― მალდივის კუნძულების უზენაესი კანონი. წარმოადგენს მალდივის რესპუბლიკის სამართლებრივ ბაზისს, აცხადებს ქვეყნის მოქალაქეთა უფლებებსა და ვალდებულებებს და განსაზღვრავს მალდივის რესპუბლიკის მმართველობის სტრუქტურას. მალდივის რესპუბლიკის მოქმედ კონსტიტუციას ხელი მოწერა იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მომუნ აბდულ გაიუმიმ, 2008 წლის 7 აგვისტოს. კონსტიტუცია ძალაშია ხელოწერისთანავე. მისი ამოქმედებით გაუქმდა 1998 წლის კონსტიტუცია.
ამჟამინდელი კონსტიტუცია ცნობილია როგორც მალდივების რესპუბლიკის კონსტიტუცია, 2008.[1]
კონსტიტუცია შედგება პრეამბულისა და 14 თავისგან, რომელსაც 3 დანართი ახლავს.