მასტერსი 2004 (ინგლ. Masters 2004) — სნუკერის პროფესიონალური არარეიტინგული ტურნირი. ტარდებოდა 2004 წლის 1 თებერვლიდან 8 თებერვლამდე Wembley Conference Centre-ში, ლონდონში. ტურნირის გამარჯვებული გახდა პოლ ჰანტერი, რომელმაც ფინალში დაამარცხა რონი ო’სალივანი ანგარიშით 10:9.
- 16 წლის დინ ჯუნხუი მასტერსზე თავისი პირველი მატჩი მოიგო. უაილდკარდ რაუნდში ჯუნჰუის მოწინააღმდეგე იყო ინგლისელი ჯო პერი. ჩინელმა იგი 6:3 დაამარცხა. 1/8 ფინალში დინი სტივენ ლის შეხვდა და, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან 5:2-ს იგებდა, 5:6 დამარცხდა.
- პოლ ჰანტერმა ბოლო ოთხის წლის განმავლობაში მასტერსის მესამე ტიტული მოიგო. ფინალში ჰანტერმა ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და არაპროგნოზირებადი ფინალი ითამაშა. მან რონი ო’სალივანი 10:9 დაამარცხა. მატჩის დასაწყისსა და შუა ეტაპზე ჰანტერი ანგარიშში ძლიერ ჩამორჩებოდა — იგი აგებდა 0:2-ს, 1:6-ს, 2:7-ს, 6:8-სა და 7:9-ს, მაგრამ გამარჯვების მოპოვება მოახერხა. მატჩის მსვლელობისას ჰანტერმა 5 სენჩერი-ბრეიკი გააკეთა.
- 2004 წლის მასტერსი პირველი იყო, რომელიც სპონსორის გარეშე ჩატარდა. სიგარეტის ბრენდი Benson & Hedges, რომელიც ტურნირს დასაწყისიდანვე უჭერდა მხარს, იძულებული გახდა, შეეწყვიტა თანამშრომლობა ტურნირთან, რადგან ბრიტანეთის კანონმდებლობაში ცვლილებები მოხდა — ამიერიდან დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე აიკრძალა თამბაქოს სატელევიზიო რეკლამა.
- საერთო საპრიზო გონდი: GB£ 400 000
- გამარჯვებული: £ 100 000
- 138 რონი ო’სალივანი
- 127, 117, 110, 109, 102, 101 პოლ ჰანტერი
- 118, 108 დინ ჯუნხუი
- 115, 101 ჯიმი უაიტი
- 110, 100 ჯონ ჰიგინსი
- 108, 102 პიტერ ებდონი
- 105 მეთიუ სტივენსი
- 103, 101 მარკ უილიამსი
- 101 სტივენ ჰენდრი
|
---|
| 1970-იანები | |
---|
| 1980-იანები | |
---|
| 1990-იანები | |
---|
| 2000-იანები | |
---|
| 2010-იანები | |
---|
|