მასწავლებლის გლობალური ჯილდო (ინგლ.Global Teacher Prize) — ყოველწლიური $1 მილიონი დოლარის ჯილდო რომელიც ორგანიზებულია ვარკის ფონდის მიერ და გაიცემა მასწავლებელზე, რომელმაც განსაკუთრებულ წვლილი შეიტანა პროფესიაში[1][2][3]. მასწავლებლების ნომინაცია, რომლებიც შეესაბამებიან სპეციფიკურ კრიტერიუმებს ღიაა ყველასათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მასწავლებლებს ასევე შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი თავი[4]. ჟიურს წარმოადგენს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს აკადემია, რომელიც შედგება უფროსი მასწავლებლების, საგანმანათლებლო ექსპერტების, კომენტატორების, ჟურნალისტების, საჯარო მოხელეების, ტექნიკური მეწარმეების, კომპანიის დირექტორების და მეცნიერებისგან რომლებიც მსოფლიოს ყველა კუთხეს წარმოადგენენ[4][5] .
ყოველწლიური ჯილდო დაიწყო განათლებისა და უნარების მეორე გლობალურ ფორუმზე 2014 წლის მარტში და პირველ კონკურსში შევიდა 5000 ნომინაცია 127 ქვეყნიდან[6][7][8].
მასწავლებლის გლობალური ჯილდო, რომელსაც ჟურნალისტები მასწავლებლის პროფესიის ნობელის პრემიას ეძახიან[2][9][10][11], არა მარტო წარმოაჩენს და პატივს მიაგებს ამ პროფესიას, არამედ სათანადოდ აღიარებს იმ შრომას, რასაც მასწავლებლები ეწევიან მთელს მსოფლიოში[12][13]. ვარკის ფონდის ხელმძღვანელი ამბობს:
„ჩვენ გვსურს რეკლამა გავუკეთოთ მასწავლებლებს, როგორც ვარსკვლავებს და მხარი დავუჭიროთ ხარისხიან განათლებას იმისათვის რომ წარმოვაჩინოთ უზარმაზარი გავლენა რომელსაც მასწავლებლები ახდენენ ჩვენს ცხოვრებაზე.[14][15]“
2015 წლის მარტში მასწავლებლის პირველი, ყოველწლიური გლობალური ჯილდო გადაეცა ნენსი ათველს, ინგლისური ენის ინოვატორ მასწავლებელს მენის შტატის ერთ-ერთ სოფელში, აშშ. მან დააარსა და ხელმძღვანელობს სკოლას, სადაც მოსწავლეები კითხულობენ საშუალოდ 40 წიგნს წელიწადში, თვითონ არჩევენ რა წაიკითხონ და შემდეგ წერენ შემოქმედებითად[9][10][16]. ათველმა გამოსცა ცხრა მეთოდოლოგიური წიგნი სწავლებაზე, მათ შორის ერთ-ერთის ნახევარ მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა[16][17]. მან მთლიანდ შესწირა $1 მილიონი პრიზი მისი სკოლის სტიპენდიებს და განვითარებას. ეს არის არამომგებიანი ცენტრი სწავლა სწავლებისა, რომელიც ასევე წარმოადგენს სამოდელო სკოლას სასწავლო მეთოდების განვითარება-გავრცელებისათვის[10][16][18][19].