მაქს ჯემერი

მაქს ჯემერი
ებრ. משה ימר
გერმ. Max Jammer
დაბ. თარიღი 13 აპრილი, 1915(1915-04-13)[1] [2]
დაბ. ადგილი ბერლინი
გარდ. თარიღი 18 დეკემბერი, 2010(2010-12-18)[3] [1] [2] [4] (95 წლის)
გარდ. ადგილი იერუსალიმი[4]
დასაფლავებულია Sanhedria Cemetery
მოქალაქეობა  ისრაელი
 გერმანია
საქმიანობა ფიზიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი პრინსტონის უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი, ბოსტონის უნივერსიტეტი, Bar-Ilan University, University of Oklahoma და ამსტერდამის უნივერსიტეტი[4]
ალმა-მატერი იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი და ვენის უნივერსიტეტი
შვილ(ებ)ი Michael Jammer
ჯილდოები ისრაელის პრემია, აბრაამ პაისის პრემია ფიზიკის ისტორიისათვის და The EMET Prize for Art, Science and Culture

მაქს ჯემერი (ებრ. משה ימר, გერმ. Max Jammer; დ. 13 აპრილი, 1915, ბერლინი — გ. 18 დეკემბერი, 2010, იერუსალიმი) — ისრაელელი ფიზიკოსი და მეცნიერების ისტორიკოსი. სწავლობდა ვენის უნივერსიტეტში, ხოლო 1935 წლიდან იერუსალიმის ებრაულ უნივერსიტეტში, სადაც 1942 წელს დაიცვა დოქტორის ხარისხი ექსპერიმენტულ ფიზიკაში. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში ბრიტანული არმიის მხარეს. ომის დასრულების შემდეგ დაბრუნდა ებრაულ უნივერსიტეტში, ასწავლიდა მეცნიერების ფილოსოფიასა და ისტორიას. 1952 წლიდან მოღვაწეობდა აშშ-ის სხვადასხვა უნივერსიტეტში (ჰარვარდი, პრინსტონი, ბოსტონი, ოკლაჰომა). ამერიკაში მოღვაწეობისას დაუახლოვდა აინშტაინს, რომელიც მაღალ შეფასებას აძლევდა ჯემერის ნაშრომებს და წინასიტყვაობაც დაურთო მის პირველ მონოგრაფიას: სივრცის გაგება: სივრცის თეორიის ისტორია ფიზიკაში (1954).

1956 წელს დაბრუნდა ისრაელში და სათავეში ჩაუდგა ბარ-ილანის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტს, სადაც, მოგვიანებით, უნივერსიტეტის პრეზიდენტად და რექტორად აირჩიეს. მონაწილეობდა თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერების ფილოსოფიის ინსტიტუტის შექმნაში. იყო ევროპის, აშშ-სა და კანადის რამდენიმე უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი. 1984 წელს მიენიჭა ისრაელის პრემია მეცნიერების ისტორიის შესწავლაში შეტანილი წვლილისთვის.

  • Max Jammer. 2007 Abraham Pais Prize for History of Physics Recipient, American Physical Society, Prizes, Awards & Fellowships. APS (ინგლისური)
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #1050735293 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. http://www1.biu.ac.il/index.php?id=3&pt=20&pid=4&level=1&cPath=4&type=1&news=1219
  4. 4.0 4.1 4.2 Album Academicum — 2007.