„მე ჯერ აქ ვარ“ | |
---|---|
რეჟისორი | კეისი აფლეკი |
პროდიუსერი |
კეისი აფლეკი ხოაკინ ფენიქსი ამანდა უაიტი |
სცენარის ავტორი |
კეისი ეფლეკი ხოაკინ ფენიქსი |
როლებში | ხოაკინ ფენიქსი |
გამოსვლის თარიღი | 2010 |
ხანგრძლივობა | 106 წთ |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $565,149 [1] |
მე ჯერ აქ ვარ (ინგლ. I'm Still Here) — კეისი აფლეკის ფსევდოდოკუმენტური კინოფილმი,[2] რომლის გადაღებები ოფიციალურად დაიწყო 2009 წლის 16 იანვარს, ლას-ვეგასის ერთ-ერთ ღამის კლუბში. სცენარი ფილმისთვის დაწერეს კეისი აფლეკმა და ხოაკინ ფენიქსმა. ფილმი მოგვითხრობს ყოფილი მსახიობის ხოაკინ ფენიქსის ცხოვრების შესახებ, რომელიც კინემატოგრაფს მიატოვებს და სამოღვაწეოდ მუსიკის სფეროს აირჩევს.[3] ფილმის პრემიერა გაიმართა 2010 წლის 6 სექტემბერს, ვენეციის კინოფესტივალზე.[4] Rotten Tomatoes რეიტინგში ფილმს აქვს 54%.[5]
ფილმის სიუჟეტშია ხოაკინ ფენიქსი, რომელმაც ახალი კარიერის დაწყება გადაწყვიტა. 2008 წელს ფენიქსმა სენსაციური განცხადება გააკეთა, მან მიატოვა კინო რათა მომღერალი გამხდარიყო. მსახიობიდან იგი ჰიპ ჰოპის შემსრულებლად გადაიქცა. კეისი აფლეკმა და ფენიქსმა დაიწყეს დოკუმენტური ფილმის გადაღება, ხოლო ეს უკანასკნელი ჰიპ ჰოპით დაკავდება, რომელსაც კარიერის განვითარებაში ხელს უწყობს რეპერი შონ „დიდი“ კომბსი.[6] 2009 წლის იანვარში ფენიქსი გამოჩნდა დევიდ ლეტერმანის შოუში.[7]