მელისა ასლი ფამუქი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
14 აპრილი, 1991 ჰაარლემი, ნიდერლანდები |
მოქალაქეობა |
![]() |
საქმიანობა |
მსახიობი მოდელი |
აქტიური | 2005-დან დღემდე |
სიმაღლე | 1,76 სმ |
წონა | 58 კგ |
მელისა ასლი ფამუქი (თურქ. Melisa Aslı Pamuk; დ. 14 აპრილი, 1991, ჰაარლემი, ნიდერლანდები) — თურქი მსახიობი და მოდელი.
დაიბადა 1991 წლის 14 აპრილს, ნიდერლანდებში. მისი ოჯახი წარმოშობით თურქეთის ქალაქ ისქენდერუნიდანაა.[1] სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო.[2] 2011 წელს „მის თურქეთის“ ტიტული მიიღო. სწავლობდა ამსტერდამის უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ სწავლის მიტოვება სამოდელო კარიერის გამო მოუწია. თავისუფლად ფლობს თურქულ, ინგლისურ, ჰოლანდიურ და გერმანულ ენებს, აგრეთვე ფრანგულსაც. მონაწილეობა აქვს მიღებული სერიალში „შავი სიყვარული“, სადაც ასუს როლი ითამაშა; გადაღებები 2015-2017 წლებში მიმდინარეობდა.