მერიპილუსი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
გიგანტური აბედა | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Meripilus P.Karst. (1882) | |||||||||||||
|
მერიპილუსი (ლათ. Meripilus) — ბაზიდიუმიანი სოკოების გვარი მერიპილუსისებრთა ოჯახისა,[1] რომელიც მოიცავს მხოლოდ 6 სახეობას. ევროპაში გავრცელებულია მხოლოდ ერთი სახეობა. ნაყოფსხეული შედგება ძირში ერთმანეთთან შეზრდილი დიდი ზომის მარაოსებრი ქუდებისგან.
იზრდება მკვდარ მერქანზე ან ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეების ფესვებზე. მასში შემავალი ექვსივე სახეობა საპროტროფია — მერქნის დამღუპველია და იწვევს მის ლპობას; აინფიცირებს ცოცხალი ხის ქსოვილებს, ხოლო შემდგომ ანადგურებს მათ. ტიპური სახეობაა გიგანტური აბედა.
გვარი განსაზღვრული იქნა ფინელი მიკოლოგის პიტერ ადოლფ კარსტენის მიერ 1882 წელს.[2]