მუნიციპალიტეტები (ესპ. municipios) — მეორე დონის ადმინისტრაციული დანაყოფები მექსიკაში. პირველი დონის ადმინისტრაციულ ერთეულს შტატები (ესპ. estado) წარმოადგენენ. მუნიციპალიტეტები არ უნდა აირიოს დიდ და პატარა ქალაქებში, რომელთაც შეიძლება იგივე სახელი ჰქონდეთ, მაგრამ განსხვავებული ერთეულები არიან და გეოგრაფიული საზღვრებითაც არ ემთხვევიან მუნიციპალიტეტებს. 2024 წლის მარტის მდგომარეობით, მექსიკაში 2 476 მუნიციპალიტეტია, ქალაქ მეხიკოს 16 რაიონის გამოკლებით.
2015 წლის შემდეგ ორი მუნიციპალიტეტი შეიქმნა კამპეჩეში,[1] სამი ― ჩიაპასში, სამი ― მორელოსში,[2] ერთი ― კინტანა-როოში[3] და ორი ― ჩრდილოეთ ქვემო კალიფორნიაში.[4]
შიდა პოლიტიკური ორგანიზაცია და მათი პასუხისმგებლობები მექსიკსი 1917 წლის კონსტიტუციის 115-ე მუხლშია ხაზგასმული და დეტალურადაა გაწერილი იმ შტატების კონსტიტუციებში, რომელთაც მუნიციპალიტეტები ეკუთვნის.
მექსიკის ყველა შტატი იყოფა მუნიციპალიტეტებად. ყოველი მუნიციპალიტეტი ავტონომიურია. მოქალაქეები ირჩევენ „მუნიციპალურ პრეზიდენტს“ (ესპ. presidente municipal), რომელიც მუნიციპალური საბჭოს (ესპ. ayuntamiento) ხელმძღვანელობს, ეს უკანასკნელი კი მუნიციპალიტეტის ფარგლებში ყველა საჯარო სერვისზეა პასუხისმგებელი. ეს პრინციპი, რომელიც მექსიკის რევოლუციის შემდეგ წარმოიშვა, ცნობილია როგორც „თავისუფალი მუნიციპალიტეტი (ესპ. municipio libre).
|
|