მეჰმეთ ალი ბირანდი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Mehmet Ali Birand |
დაბადების თარიღი |
9 დეკემბერი 1941 ბეიოღლუ, სტამბოლი, თურქეთი |
გარდაცვალების თარიღი |
17 იანვარი, 2013 (71 წლის) შიშლი, სტამბოლი, თურქეთი |
ეროვნება | თურქი |
განათლება | გალათასარაის უმაღლესი სკოლა |
საქმიანობა |
ჟურნალისტი, პოლიტიკური სპიკერი, მწერალი |
აქტიური | 1964–2013 |
მეუღლე(ები) | ჯემილე ბირანდი (დ. 1973) |
შვილ(ებ)ი | 1 |
მეჰმეთ ალი ბირანდი (თურქ. Mehmet Ali Birand; დ. 9 დეკემბერი, 1941 — გ. 17 იანვარი, 2013) — თურქი ჟურნალისტი, პოლიტიკური კომენტატორი და მწერალი.[1]
ბირანდი დაიბადა 1941 წლის 9 დეკემბერს იზეთ და მიურვეთ ბირანდების ოჯახში, სტამბოლის ბეიოღლუს რაიონში. დაასრულა გალათასარაის უმაღლესი სკოლა.[2]
ბირანდმა თავისი ჟურნალისტური კარიერა 1964 წელს დაიწყო, გაზეთ „Milliyet“. 1992 წელს შეუერთდა „Show TV“-ის სარედაქციო გუნდს. მოგვიანებით დააფუძნა პოლიტიკური თოქ-შოუ სახელად „32. Gün“, რომელიც პირველად 1985 წელს TRT-ზე გავიდა, ხოლო შემდეგ CNN Türk-სა და Show TV-ზე. ასევე უძღვებოდა CNN Türk-ზე ყოველდღიურ ამბებს. 2013 წლამდე, ანუ გარდაცვალებამდე, მუშაობდა Kanal D-ში, სადაც უძღვებოდა მთავარ საინფორმაციო გამოშვებას.
დაწერილი აქვს რამდენიმე წიგნი, მათ შორის „30 Sıcak Gün“, „Diyet“, „Türkiye'nin Avrupa Macerası“, „12 Eylül 04.00“ და „Emret Komutanım“.
ბირანდი ასევე იყო საფეხბურთო კლუბ გალათასარაის გამგეობისა და სამეურვეო საბჭოს წევრი.
2006 წელს მან განაცხადა, რომ „JITEM“-მა სთხოვა მაჰმუთ ილდირიმს (იეშილი) მისი მოკვლა, მაგრამ ოპერაცია მოგვიანებით გაუქმდა, მას შემდეგ რაც ილდირიმმა უკვე გამოიკვლია ბირანდის სახლის დაცვა. ბირანდმა თქვა, რომ MIT-ის ხელმძღვანელმა შენკალ ატასაგუნმა ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც მას ეს ეპიზოდი უთხრა.[3]
ბირანდი 2013 წლის 17 იანვარს სტამბოლის ამერიკულ ჰოსპიტალში ნაღვლის ბუშტის ოპერაციის გართულების გამო გარდაიცვალა. ასევე გარკვეული პერიოდის განმავლობაში მკურნალობდა კიბოს. გარდაცვალების მომენტში 71 წლის იყო.