მითრიდატე VIII

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მითრიდატე.
მონეტა მითრიდატეს გამოსახულებით.

მითრიდატე VIII (გ. 68) — ბოსფორის სახელმწიფოს მეფე (39/40 - 44/45). სამეფო ტახტი მემკვიდრეობით მიიღო რომის იმპერატორ კალიგულას გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ. 41 ცნო იმპერატორ კლავდიუსმა. მითრიდატე VIII შეეცადა რომისაგან დამოუკიდებლობის მოპოვებას, მაგრამ მისი გეგმები ძმამ გასცა. ბოსფორის სამეფოს თავს დაესხნენ რომის იმპერიის ჯარები. მითრიდატე VIII შეებრძოლა მათ ყუბანისპირეთსა და ჩრდილოეთ აზოვისპირეთში, თან ცდილობდა მეოტთა და სარმატთა ტომები მოემხრო, მაგრამ ერთ-ერთ ბრძოლაში ტყვედ ჩავარდა (49). პოლიტიკურ შეთქმულებაში მონაწილეობის გამო მითრიდატე VIII რომში ჩამოახრჩვეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • მითრიდატე VIII. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.