მიშელ ჩოსუდოვსკი (დ. 1943) არის კანადელი ეკონომისტი. ის არის ოტავის უნივერსიტეტის ეკონომისტი პროფესორი.[1]
ჩოსუდოვსკი ასწავლიდა დასავლეთ ევროპაში, ლათინურ ამერიკაში და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში როგორც მიწვეული პროფესორი, მუშაობდა როგორც ეკონომიკური მრჩეველი განვითარებადი ქვეყნების მთავრობების და მუშაობდა კონსულტანტად საერთაშორისო ორგანიზაციებში როგორებიცაა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), აფრიკის განვითარების ბანკი, გაეროს აფრიკული ინსტიტუტი ეკონომიკური განვითარებისა და დაგეგმარებისთვის (AIEDEP), გაეროს სახალხო ფონდი (UNFPA), ინტერნაციონალური შრომის ორგანიზაცია (ILO), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO), გაეროს ეკონომიკური კომისია ლათინური ამერიკისა და კარიბის ქვეყნებისთვის (UNECLAC ). 1999 წელს ჩოსუდოვსკი გაერთიანდა "ტრანსნაციონალური ფონდი მშვიდობისა და მომავლის კვლევებისთვის" ში როგორც მრჩეველი.[1]
ჩოსუდოვსკი არის ლათინური ამერიკის და კარიბის ქვეყნების კვლევების ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი. ის არის წევრი კვლევითი ორგანიზაციების,ერთ ერთი ასეთი ორგანიზაცია არის კომიტეტი მონეტარულ და ეკონომიკურ რეფორმებზე (COMER).[1]
ის არის აქტიური მონაწლიე კანადის ანტისაომარი მოძრაობის და ვრცლად დაწერა იუგოსლავიის ომზე. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ის ჩართული იყო ამერიკის მთავრობის და ბინ ლადენ ალ-ყაიდას ურთიერთობების მიმოხილვაში. ის ხშირად წერს სტატიებს ლე მონდ დიპლომატიკიში, მესამე მსოფლიოს გამომოცოცხლებაში და სამთვიურ ჟურნალ ფარულ ქმედებაში[2]
ის არის რედაქტორი გლობალიზაციის კვლევის ცენტრისა.[3]