პირადი ინფორმაცია | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სრული სახელი | მოისეი დავითის ძე კასიანიკი | ||||||||||||||
დაბ. თარიღი | 10 ნოემბერი, 1911 | ||||||||||||||
დაბ. ადგილი | ნოვოჟიტომირი, ხერსონის გუბერნია, რუსეთის იმპერია | ||||||||||||||
გარდ. თარიღი | 31 დეკემბერი, 1988 (77 წლის) | ||||||||||||||
გარდ. ადგილი | ლენინგრადი, რსფსრ, საბჭოთა კავშირი | ||||||||||||||
სპორტი | |||||||||||||||
ქვეყანა |
![]() ![]() | ||||||||||||||
სახეობა | ძალოსნობა | ||||||||||||||
კლუბი |
„დინამო“ (ხარკოვი) „სტროიტელი“ (ზაპოროჟიე) „დინამო“ (თბილისი) „დინამო“ (სტალინგრადი) | ||||||||||||||
მწვრთნელი |
ვლადიმერ ბედუნკევიჩი პავლე გუმაშიანი | ||||||||||||||
ჯილდოები |
| ||||||||||||||
|
მოისეი დავითის ძე კასიანიკი (რუს. Моисе́й Дави́дович Касья́ник; დ. 10 სექტემბერი, 1910, ნოვოჟიტომირი, ახლანდ. უკრაინა — გ. 31 დეკემბერი, 1988, ლენინგრადი) — უკრაინული წარმოშობის საბჭოთა სპორტსმენი (ძალოსნობა). 1938 წლიდან ცხოვრობდა საქართველოში. საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი (1936, 1937, 1943, 1944, 1946). დამყარებული აქვს საბჭოთა კავშირის 24 რეკორდი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1943), საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1956), საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი (1960). საპატიო ნიშნის ორდენის კავალერი (1957).[1]
სახეობა | ადგილმდებარეობა | ტურნირი | წონითი კატეგორია | ადგილი |
---|---|---|---|---|
ძალოსნობა | ![]() |
ევროპის ჩემპიონატი 1947 | -60 კგ | ![]() |
ძალოსნობა | ![]() |
მსოფლიო ჩემპიონატი 1946 | -60 კგ | ![]() |
მოისეი კასიანიკმა თავისი პირველი არაოფიციალური მსოფლიო რეკორდი 1936 წელს რჟევში დაამყარა, თუმცა იმ დროს იგი ჯერ კიდევ უკრაინაში ცხოვრობდა, 1938 წლიდან კი საქართველოში გადმოსახლდა. მას შემდეგ ასეთი მიღწევით 1939 წლამდე კასიანიკმა 56 კგ, შემდგომ კი 60 კგ წონით კატეგორიაში საერთო ჯამში ათჯერ გამოიჩინა თავი ლენინგრადში, დნეპროპეტროვსკში, ერევანში, ტაშკენტში, ბაქოში, მოსკოვსა და თბილისში.
იმ ხანად საბჭოთა კავშირი არც ძალოსნობისა და კულტურიზმის საერთაშორისო ფედერაციის წევრი იყო, როგორც მას 1968 წლამდე ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას მოიხსენიებდნენ. ამიტომ, კასიანიკის ფენომენალური შედეგები სამჭიდსა თუ ცალკეულ დისციპლინებში მსოფლიო რეკორდებად არ უღიარებიათ. მართალია, საბჭოთა კავშირი ამ ორგანიზაციაში 1946 წლიდან გაწევრიანდა და კასიანიკიც ჯერ კიდევ ფიცარნაგზე იდგა, — საკავშირო ჩემპიონატებშიც იმარჯვებდა, მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორიც გახდა (1946) და ევროპისაც (1947), მაგრამ ძალოსანს სარეკორდო წონები იმ დროისთვის უკვე აღარ ემორჩილებოდა.[2]
ქვემოთ მოყვანილია მოისეი კასიანიკის მიერ დამყარებული რეკორდები: