„მოკლე წერილი, ხანგრძლივი დამშვიდობება“ | |
---|---|
ავტორი | პეტერ ჰანდკე |
ენა | გერმანული ენა |
გამოცემის თარიღი | 1972 |
მოკლე წერილი, ხანგრძლივი დამშვიდობება (გერმ. Der kurze Brief zum langen Abschied) — ავსტრიელი მწერლის, პეტერ ჰანდკეს, 1972 წლის რომანი. იგი მოგვითხრობს ახალგაზრდა მწერლის შესახებ, რომელიც დედის თვითმკვლელობის შემდეგ აშშ-ში თავისი ცოლის მოსაძებნად მოგზაურობს. რომანში პერსონაჟად გვევლინება კინორეჟისორი ჯონ ფორდი, რაც მინიშნებაა მის ფილმზე „ახალგაზრდა მისტერ ლინკოლნნი“, რომელიც ასევე აშშ-ში მოგზაურობისას განცდილ გაუცხოების თემაზეა. აგრეთვე რომანის თემებსა და მოტივებს ვხვდებით ვიმ ვენდერსის 1974 წლის ფილმში „ელისი ქალაქებში“. ჰანდკე ხშირად თანამშრობლობდა ვენდერსთან და ეს ფილმიც წიგნის საპასუხო ნაშრომად ითვლება.[1]