მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში ვეტერანთა შორის (ინგლ. Snooker World Professional Seniors Championship) — სნუკერის მთავარი ტურნირი ზედა ასაკობრივი კატეგორიის (40 წელზე მეტი) მოთამაშეებისთვის.
ტურნირი პირველად გაიმართა 1991 წელს სტოკ-ონ ტრენტში და მისი გამარჯვებული გახდა უელსელი კლიფ უილსონი. შემდეგ ჩემპიონატმა დიდი ხნის განმავლობაში შეწყვიტა არსებობდა და განახლდა მხოლოდ 2010 წელს[1][2][3][4]. აქამდე, 2000 წელს იყო მცდელობა ვეტერანების ტურის ორგანიზებისა, რომელშიც იგეგმებოდა მსოფლიო ჩემპიონატის ჩართვაც, თუმცა არასაკმარისი ფინანსური დახმარებისა და მასმედიის მხრიდან ყურადღების ნაკლებობის გამო ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა — ჩატარდა მხოლოდ ერთი ტურნირი, World Seniors Masters. ხოლო 2004 წელს IBSF-მ ორგანიზება გაუწია საკუთარ მსოფლიო პირველობას, თუმცა იგი ცოტა სხვაგვარი ტურნირი იყო და არ შესულა მსოფლიო ჩემპიონატების ოფიციალურ სიაში.
2006 წელს ჩატარდა ერთადერთი გუნდური მსოფლიო ჩემპიონატი, აგრეთვე IBSF-ის ეგიდის ქვეშ.
განახლებული ჩემპიონატი პირველად ჩატარდა 2010 წლის მაის-ნოემბერში. ის მოიცავდა საკვალიფიკაციო (28-30 მაისი) რაუნდსა და ფინალურ, სატელევიზიო სტადიას (5-7 ნოემბერი). ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახდა მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ჯო ჯონსონი. სულ ფინალურ სტადიაზე მაშინ ითამაშა მსოფლიოს ექვსმა ექს-ჩემპიონმა. ესენია: ჯო ჯონსონი, სტივ დეივისი, ჯონ პეროტი, კენ დოერტი, დენის ტეილორი და პიტერ ებდონი, აგრეთვე მსოფლიო ჩემპიონატის ექვსგზის ფინალისტი ჯიმი უაიტი. იგეგმებოდა აგრეთვე ალექს ჰიგინსის მონაწილეობა, თუმცა 2010 წლის 24 ივლისს იგი გარდაიცვალა[5]. გამარჯვებული გახდა ჯიმი უაიტი. მომავალ წელს ტურნირზე უფრო მეტმა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა, თუმცა თვითონ ჩემპიონატის ფორმატიც ძლიერ განსხვავდებოდა სნუკერის კლასიკური ვარიანტისგან. 2011 წლის გამარჯვებული გახდა დარენ მორგანი.
|
---|
| რეიტინგული | |
---|
| დაბალრეიტინგული | |
---|
| არარეიტინგული | |
---|
| სხვა | |
---|
| Pro-am | |
---|
| დაკავშირებული | |
---|
|