მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები

მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები

თანამედროვე მსოფლიოში მოქმედი ეროვნული სამართლებრივი სისტემები შეიძლება დაიყოს სამართლის ოჯახების მიხედვით. ძირითადად, გამოყოფენ კონტინენტური ევროპის სამართლისა და ანგლო-ამერიკული სამართალის ოჯახებს. აგრეთვე გამოყოფენ რელიგიური და ჩვეულებითი სამართლის ოჯახებსაც[1].

კონტინენტური ევროპის სამართალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონტინენტური ევროპის სამართლის ოჯახი (ინგლ. Civil Law) მოიცავს ეროვნულ სამართლებრივ სისტემებს, რომელიც დასავლეთ ევროპაში ჩამოყალიბდა რომაული, გერმანული და კონტინენტური ტრადიციების საფუძველზე. კონტინენტური ევროპის სამართლის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ის Corpus Iuris Civilis-მა[1].

კონტინენტური ევროპის სამართლის გავრცელებას ხელი შეუწყო ევროპული სახელმწიფოების კოლონიურმა მმართველობამ აფრიკასა და აზიაში. ზოგ ქვეყანაში ევროპული სამართლის რეცეფცია ნებაყოფლობით წარიმართა[1].

კონტინენტური ევროპის სამართლის სისტემაში შეიძლება გამოიყოს რომანული და გერმანული სამართლის ქვეყნები.

რომანული სამართლის ქვეყნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანული სამართის ჯგუფი ჩამოყალიბდა ნაპოლეონის კანონმდებლობის გავლენით[2]. ამ ჯგუფს მიეკუთვნება:

ქვეყნები აღწერილობა
არგენტინის დროშა არგენტინა არგენტინამ სამართლის კოდიფიკაციის საკუთარი გზა ირჩია, თუმცა კანონმდებელს ხელთ ეპყრა ფრანგული სამოქალაქო კოდექსი. ლათინური ამერიკის სამართალზე გავლენა იქონია ესპანურმა სამართალმაც
ბელგიის დროშა ბელგია ფრანგული სამოქალაქო კოდექსი (Code Civil) ბელგიაში აქამდე ძალაშია, თუმცა განიცადა ცვლილებები
ბოლივიის დროშა ბოლივია ბოლივიის სამოქალაქო კოდექსი ჩამოყალიბდა ფრანგული სამოქალაქო კოდექსის გავლენით
ბრაზილიის დროშა ბრაზილია ბრაზილიამ სამართლის კოდიფიკაციის საკუთარი გზა აირჩია, თუმცა კანონმდებელს ხელთ ეპყრა ფრანგული სამოქალაქო კოდექსი
დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა დომინიკელთა რესპუბლიკა ემყარება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს
ეკვადორის დროშა ეკვადორი ემყარება ჩილეს სამოქალაქო კოდექს, ხოლო თავად ჩილეს სამოქალაქო სამართალზე კი ფრანგული კოდექსის გავლენა დიდია.
ესპანეთის დროშა ესპანეთი ეფუძნება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსსა და ესპანურ ტრადიციებს
იტალიის დროშა იტალია ეფუძნება რომის სამართალსა და ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს
კოლუმბიის დროშა კოლუმბია ემყარება ჩილეს სამოქალაქო კოდექსს
ლუიზიანა (აშშ-ის შტატი) ემყარება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს
ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი დამკვიდრებულია ფრანგული სამოქალაქო კოდექსი
მექსიკის დროშა მექსიკა ეფუძნება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს
მონაკოს დროშა მონაკო მიეკუთვნება რომანული სამართლის ქვეყნების რიცხვს
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდი 1838 წელს მიიღეს ახალი სამოქალაქო კოდექსი, რომელიც დიდად არ განსხვავდება ფრანგული სამოქალაქო კოდექსისგან
რუმინეთის დროშა რუმინეთი ეფუძნება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი ემყარება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს, რომელიც ნაპოლეონმა მიიღო 1804 წელს. იგი ფართოდ იყენებდა რომის სამართალს, განსაკუთრებით, Corpus Iuris Civilis-სს.
ჩილეს დროშა ჩილე ჩილემ სამართლის კოდიფიკაციის საკუთარი გზა აირჩია. იგი ეფუძნება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსსა და ესპანურ ტრადიციებს
ჰაიტის დროშა ჰაიტი ჩამოყალიბდა ფრანგული სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე

გერმანული სამართლის ქვეყნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანული სამართლის ჯგუფი გერმანული იურიდიული მეცნიერების საფუძველზე ჩამოყალიბდა[3]. ამ ჯგუფს მიეკუთვნება:

ქვეყნები აღწერილობა
ავსტრიის დროშა ავსტრია ეფუძნება ავსტრიის სამოქალაქო კოდექსს (Allgemeines bürgerliches Gesetzbuch) (1811)
გერმანიის დროშა გერმანია ეფუძნება გერმანიის სამოქალაქო კოდექსს (Bürgerliches Gesetzbuch), რომელზეც დიდი გავლენა აქვთ რომაულ და გერმანულ სამართლის ტრადიციებს
თურქეთის დროშა თურქეთი ჩამოყალიბდა შვეიცარიის სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე
იაპონიის დროშა იაპონია იაპონელებმა, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის კოდიფიკაციის დასრულების შემდეგ, გადმოიღეს იგი და აამოქმედეს 1898 წელს, უფრო ადრე, ვიდრე ეს კოდექსი თავად გერმანიაში ამოქმედდებოდა
ისლანდიის დროშა ისლანდია ეფუძნება გერმანული სამართლის ტრადიციებს
ლიხტენშტაინის დროშა ლიხტენშტაინი მიეკუთვნება გერმანული სამართლის ქვეყნების ჯგუფს
ნორვეგიის დროშა ნორვეგია მიეკუთვნება სკანდინავიურ-გერმანულ სამართალს
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი ეფუძნება გერმანულ სამოქალაქო კოდექსს
სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა იაპონიის მეშვეობით, ამოქმედდა გერმანული სამოქალაქო კოდექსი
საქართველოს დროშა საქართველო ეფუძნება გერმანულ სამოქალაქო კოდექსს
ფინეთის დროშა ფინეთი ეფუძნება შვედური სამართლის სისტემას
შვედეთის დროშა შვედეთი ეფუძნება ძველ გერმანულ სამართალს
შვეიცარიის დროშა შვეიცარია ეფუძნება შვეიცარიის სამოქალაქო კოდექსს

ანგლო-ამერიკული სამართალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანგლო-ამერიკული სამართალი (ინგლ. Common Law), აგრეთვე ცნობილი როგორც საერთო სამართალი, არის ეროვნული სამართლებრივი სისტემების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ინგლისს, დიდი ბრიტანეთის დომინიონი ქვეყნების, ბრიტანეთის ყოფილი კოლონიებისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამართალს. ანგლო-ამერიკული სამართლის გავრცელებას მსოფლიოში დაკავშირებულია ინგლისის კოლონიურ სისტემასთან და ინგლისური ენის საყოველთაო გავრცელებასთან[4][5].

ანგლო-ამერიკული სამართლის ოჯახში გამოყოფენ ინგლისური და ამერიკული სამართლის ქვეყნებს.

ინგლისური სამართლის ქვეყნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისური სამართლის ქვეყნებს მიეკუთვნება[3]:

ქვეყნები აღწერილობა
ავსტრალიის დროშა ავსტრალია ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
მიანმარის დროშა ბირმა ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
ბანგლადეშის დროშა ბანგლადეში ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
ინგლისის დროშა ინგლისი ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს, რომელზეც გავლენა აქვთ თანამედროვე რომანულ და კონტინენტურ ტრადიციებს
ინდოეთის დროშა ინდოეთი ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს, გარდა გოასა, სადაც სამოქალაქო სამართალი ეფუძნება პორტუგალიურ სამოქალაქო სამართალს
ირლანდიის დროშა ირლანდიის რესპუბლიკა ეფუძნება ირლანდიურ სამართალს, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
კანადის დროშა კანადა ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს, კვებეკის გარდა, სადაც სამოქალაქო სამართალი ეფუძნება ფრანგულ სამართალს
ნაურუს დროშა ნაურუ ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
პაკისტანის დროშა პაკისტანი ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალსა და ისლამურ სამართალს
სინგაპურის დროშა სინგაპური ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს, თუმცა მუსლიმები ექვემდებარებიან ისლამურ სამართალს, რომელიც შარიას სასამართლოს აძლევს უფლებამოსილებას პირად ისლამურ სამართალზე, მაგალითად, ქორწინება, მემკვიდრეობა და განქორწინება
უგანდის დროშა უგანდა ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
უელსის დროშა უელსი ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
ფიჯის დროშა ფიჯი ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
ჩრდილოეთ ირლანდია ეფუძნება ირლანდიურ სამართალს, რომელიც, თავის მხრივ, ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს

ამერიკული სამართლის ქვეყნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკული სამართლის ქვეყნებს განეკუთვნება ამერიკის შეერთებული შტატები (გარდა შტატ ლუიზიანისა, სადაც სამოქალაქო სამართალში დომინირებს ფრანგული სამართლის ტრადიციები), პალაუ, მარშალის კუნძულები[3]. შეიძლება ითქვას, რომ ამერიკული სამართალი, ფაქტობრივად, 50 დამოუკიდებელი შტატის სამართალია[5].

რელიგიური და ჩვეულებითი სამართალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგიური სამართალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგიური სამართალი აყალიბებს სამართლის განსაკუთრებულ ჯგუფს. ამ ჯგუფს განეკუთვნება ისლამის (შარია), ბუდიზმის, ინდუიზმისა და ქრისტიანული რელიგიების საეკლესიო სამართალი. რელიგიური სამართლის მოქმედება, ძირითადად, შემოიფარგლება საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლით[3].

რელიგიური სამართლის ჯგუფს მიეკუთვნება:

ქვეყნები აღწერილობა
ავღანეთის დროშა ავღანეთი ისლამური სამართალი
ბანგლადეშის დროშა ბანგლადეში ეფუძნებოდა ინგლისურ საერთო სამართალს
გამბიის დროშა გამბია ინგლისური საერთო სამართალი და ისლამური სამართალი
განის დროშა განა ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალს
ვატიკანის დროშა ვატიკანი ეფუძნება კანონიკური სამართლის პრინციპებს
იემენის დროშა იემენი ისლამური სამართალი
ირანის დროშა ირანი ისლამური სამართალი
ლიბიის დროშა ლიბია ისლამური სამართალი
მავრიტანიის დროშა მავრიტანია ისლამური სამართლისა და ნაპოლეონის სამოქალაქო კოდექსის შერეული სამართალი. ისლამური სამართალი ფართოდ გამოიყენება საოჯახო სამართალში
მაროკოს დროშა მაროკო ისლამური სამართლისა და ნაპოლეონის სამოქალაქო კოდექსის შერეული სამართალი. ისლამური სამართალი ფართოდ გამოიყენება საოჯახო სამართალში
ნიგერიის დროშა ნიგერია ჩრდილოეთ პროვინციებში მოქმედებს ისლამური სამართალი, ხოლო სამხრეთ და ფედერალურ დონეზე მოქმედებს საერთო სამართალი
ომანის დროშა ომანი შარია
საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი ისლამური სამართალი
სუდანის დროშა სუდანი ემყარება ისლამურ სამართალს

ჩვეულებითი სამართალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩვეულებითი სამართლის ოჯახს მიეკუთვნება აფრიკის, აზიის, ოკეანეთისა და ლათინური ამერიკის ზოგიერთი ქვეყანა[6].

კონტინენტური ევროპის სამართალი და ანგლო-ამერიკული სამართალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქვეყნები აღწერილობა
ბოტსვანის დროშა ბოტსვანა სამხრეთ აფრიკული სამართალი
გაიანის დროშა გაიანა
ზიმბაბვეს დროშა ზიმბაბვე
ისრაელის დროშა ისრაელი ეფუძნება ანგლო-ამერიკულ სამართალს. სამართლებრივ სისტემაზე დიდი გავლენა აქვს გერმანულ სამოქალაქო სამართალს. აგრეთვე დიდ როლს თამაშობს რელიგიური სამართალი
კამერუნის დროშა კამერუნი
კვებეკის დროშა კვებეკი აბრაამის ველზე ფრანგების დამარცხების შემდეგ, ბრიტანელებმა სცადეს გარდაექმნათ კვებეგი ინგლისურენოვანად და დაემკვიდრებინათ საერთო სამართალი, მაგრამ ამერიკსგან მომავალი მზარდი საფრთხის გამო, ბრიტანელები იძულებულნი გახდნენ მიეცათ კვებეკისთვის უფლება, შეენარჩუნებინათ მათი ენა (ფრანგული) და რელიგია (კათოლიციზმი) დამათი სამართლებრივი სისტემა (კონტინენტური ევროპის სამართლი). თუმცა კვებეკში, როგორც კანადის კონფედერაციის წევრი (1867 წლიდან), ფედერალურ დონეზე გამოიყენება ინგლისური სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული კანონები.
კვიპროსის დროშა კვიპროსი ემყარება ინგლისურ საერთო სამართალსა და ფრანგული, ბერძნული საჯარო სამართლის, იტალიური სამოქალაქო სამართლის, ინდური სახელშეკრულებო სამართლის, ბერძნული კანონიკური სამართლისა და ისლამური სამართლის შერეულ სისტემას.
ლუიზიანა (აშშ-ის შტატი) ემყარება ფრანგულ სამოქალაქო სამართალს, თუმცა ფედერალურ კანონმდებლობა ეფუძნება საერთო სამართალს
მავრიკის დროშა მავრიკი
მალტის დროშა მალტა ეფუძნება რომანულ სამართალსა და როჰანის კოდექსს, ნაპოლეონის კოდექს გავლენა აქვს იტალიური სამართლის მეშვეობით. აგრეთვე, საერთო სამართალი არის სამართლის წყარო საჯარო სამართალში
ნამიბიის დროშა ნამიბია სამხრეთ აფრიკული სამართალი
პუერტო-რიკოს დროშა პუერტო-რიკო ეფუძნება ესპანურ სამართალს, გავლენა აქვს ამერიკულ საერთო სამართალს
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკა ინგლისური საერთო სამართლისა და რომანო-ჰოლანდიური სამოქალაქო სამართლის ნარევი, აგრეთვე ჩვეულებითი სამართალი
ესვატინის დროშა ესვატინი სამხრეთ აფრიკული სამართალი
ტაილანდის დროშა ტაილანდი გერმანული, შვეიცარიული, ფრანგული, იტალიური, იაპონური და ინდური სამართლის ნარევი. ასევე სამხრეთის ოთხ პროვინციაში მოქმედებს ისლამური სამართალი
ფილიპინების დროშა ფილიპინები ეფუძნება ესპანურ სამართალს, გავლენა აქვს ამერიკულ საერთო სამართალს
შოტლანდიის დროშა შოტლანდია ეფუძნება რომანულ და კონტინენტურ სამართალს
შრი-ლანკის დროშა შრი-ლანკა ინგლისური საერთო სამართლის, რომანო-ჰოლანდიური სამართლისა და ჩვეულებითი სამართლის ნარევი

კონტინენტური ევროპის სამართალი და რელიგიური სამართალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქვეყნები აღწერილობა
ალჟირის დროშა ალჟირი
არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროები ემყარება ისლამურ სამართლსა და ეგვიპტურ სამოქალაქო სამართალს, რომელიც, თავის მხრივ, ფრანგულ სამოქალაქო სამართალზეა დაფუძნებული
ბაჰრეინის დროშა ბაჰრეინი
ეგვიპტის დროშა ეგვიპტე ეფუძნება ფრანგულ სამოქალაქო სამართალს, ხოლო საოჯახო სამართალი კი ეფუძნება ისლამურ სამართალს
ინდონეზიის დროშა ინდონეზია ეფუძნება ჰოლანდიურ სამოქალაქო სამართალსა და ინდონეზიურ ადათებს
იორდანიის დროშა იორდანია ემყარება ფრანგულ სამოქალაქო კოდექსს, ოთომანთა იმპერიის სამოქალაქო კოდექსს. ისლამური სამართალი გამოიყენება საოჯახო სამართალში
კატარის დროშა კატარი ემყარება ისლამურ სამართალსა და ეგვიპტურ სამოქალაქო სამართალს
კომორის კუნძულების კავშირის დროშა კომორის კუნძულები ემყარება ისლამურ სამართალსა დად ფრანგულ სამოქალაქო სამართალს
მაროკოს დროშა მაროკო ემყარება ისლამურ სამართალსა და ფრანგულ და ესპანურ სამოქალაქო სამართალს
ომანის დროშა ომანი
სირიის დროშა სირია ემყარება ისლამურ სამართალსა და ფრანგულ სამოქალაქო სამართალს
ჯიბუტის დროშა ჯიბუტი

ანგლო-ამერიკული სამართალი და რელიგიური სამართალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქვეყნები აღწერილობა
მალაიზიის დროშა მალაიზია ემყარება ინგლისურ საერთო სამართალს. პირადი სამართალი, რომელიც დაფუძნებულია შარიაზე, გამოიყენება მუსლიმების მიმართ
ნიგერიის დროშა ნიგერია ჩრდილოეთ პროვინციებში მოქმედებს ისლამური სამართალი, ხოლო სამხრეთ და ფედერალურ დონეზე მოქმედებს საერთო სამართალი
პაკისტანის დროშა პაკისტანი ეფუძნება ინგლისურ საერთო სამართალსა და ისლამურ სამართალს

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004
  • ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000
  1. 1.0 1.1 1.2 ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004. გვ. 212
  2. გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004. გვ. 212-213
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004. გვ. 213
  4. გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004. გვ. 216
  5. 5.0 5.1 ლ. ჭანტურია, შესავალი სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, თბ., 2000. გვ. 89
  6. გ. ხუბუა, სამართლის თეორია, თბ., 2004. გვ. 214