ნაბოკოვის სახლი Дом Набокова | |
---|---|
კოორდინატები | 59°55′55″N 30°18′18″E / 59.9319° ჩ. გ. 30.3049° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
სტილი | თანამედროვე |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ნაბოკოვის სახლი (რუს. Дом Набокова) — ისტორიული მნიშვნელობის სახლი, მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში, მარსკაიას ქუჩაზე.
1897 წელს, სასახლე გახლდათ ლიბერალური სახელმწიფო მოღვაწისა და იურისტის, ვლადიმერ დიმიტრის ძე ნაბოკოვის საკუთრება. ეს სახლი მასპინძლობდა მნიშვნელოვან პოლიტიკურ და კულტურულ შეხვედრებს, მათ შორის საერთაშორისო ეროვნული კონგრესის ზემცოვის დასკვნით სესიას, რომელიც გაიმართა 1904 წელს.
შემდგომში სახლში ცხოვრობდა ვლადიმერ ნაბოკოვის ვაჟი, ვლადიმერ ნაბოკოვი, რომელიც ამ სახლში დაიბადა. იგი იყო მწერალი, პუბლიცისტი, რომანისტი. ამჟამად, სახლის პირველ სართულზე განთავსებულია ნაბოკოვის მუზეუმი, რომელიც ავტორის ცხოვრებას ეძღვნება.
საშუალოზე დიდი ქალაქის სახლი, პოლოვცევების ოჯახისთვის. აშენდა XIX საუკუნეში, ნეორენესანსის სტილში. 1897 წლიდან სახლი იყო ნაბოკოვის საკუთრება. აღსანიშნავია ასევე, რომ სახლში 1917 წლის ნოემბრამდე ცხოვრობდა ვლადიმირ ვლადიმერის ძე ნაბაკოვი. სახლი ბოლშევიკური რევოლუციონერების მიერ ოქტომბრის რევოლუციის დროს (1917 წელს) გაიძარცვა.
1998 წლის აპრილის შემდეგ, სახლის პირველ სართულზე, განათავსეს ნაბოკოვის მუზეუმი, ხოლო ზედა ორ სართულზე, რომელიც უწინ მშობლებისა და საბავშვო სართული იყო, განათავსეს გაზეთ „ნევსკო ვრემიას“ ოფისები. მუზეუმის სივრცეში არის ტელეფონის ოთახი, სასადილო ოთახი, ბიბლიოთეკა, კომიტეტის ოთახი (სადაც კონსტიტუციური დემოკრატიული პარტიის შეხვედრების უმეტესობა გაიმართა) და სამზარეულო.