ნიეივე-მერვედე | |
---|---|
ქვეყანა | ნიდერლანდები |
სიგრძე | 18,2 კმ |
ნიეივე-მერვედე ვიკისაწყობში |
ნიეივე-მერვედე (ნიდერლ. Nieuwe Merwede) — არხი, რომელიც აშენდა ნიდერლანდებში რაინისა და მაასის დელტაში 1870 წელს. გამოეყოფა ბოვენ-მერვედეს სამხრეთ-დასავლეთით ჰარდინქსველდ-გისენდამის რაიონში. სიგრძე 18,2 კმ. ლაგე-ევალიუვეს სიახლოვეს უერთდება მდინარე ბერგსე-მაასს, რის შედეგადაც იქმნება ჰოლანდს-დიპის ესტუარი. წყლის ხარჯი საშუალოდ 1050 მ³/წმ.