ნიკოლას ნიკ ადამსი (ინგლ. Nicholas "Nick" Adams) — გამოგონილი პერსონაჟი, ერნესტ ჰემინგუეის მიერ 1920-1930-იან წლებში დაწერილი 24 მცირე მოთხრობის პროტაგონისტი. ნიკ ადამსის პერსონაჟის ნაწილობრივ ინსპირაციად ჰემინგუეის ცხოვრებისეული გამოცდილებები იქცა - ჩრდილოეთ მიჩიგანში გატარებული ბავშვობიდან დაწყებული პირველი მსოფლიო ომის დროს წითელი ჯვრის კორპუსში მსახურობით დამთავრებული. ამ სერიის პირველი ამბავი 1925 წელს გამოქვეყნდა ჰემინგუეის მცირე მოთხრობათა კრებულში „ჩვენს დროში“, სადაც ნიკ ადამსი კრებულის პირველ მოთხრობაში („ინდიელთა ბანაკი“) პატარა ბავშვს განასახიერებს.
|1=
(დახმარება)