პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 11 ივნისი, 1961 |
დაბ. ადგილი | ანგეღაკოთი, სომხეთის სსრ |
სიმაღლე | 155 სმ სმ |
წონა | 56 კგ კგ |
სპორტი | |
ქვეყანა | სსრკ და სომხეთი |
სპორტი | ძალოსნობა |
კლუბი | დინამო ერევანი |
ჯილდოები | მედალი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ 1-ლი ხარისხი და სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი |
ოკსენ მირზოიანი (სომხ. Օգսեն Միրզոյան; დ. 11 ივნისი, 1961, ანგეღაკოთი, სომხეთის სსრ) — კარიერადასრულებული საბჭოთა სომეხი ძალოსანი. არის ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი. 1984 წელს მიანიჭეს საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება, ხოლო 1998 წელს მიენიჭა სომხეთის დამსახურებული მწვრთნელის წოდება.
ოკსენ მირზოიანი დაიბადა 1961 წლის 11 ივნისს სოფელ ანგეღაკოთში, სიუნიქის პროვინციაში სომხეთის სსრ-ში. 1965 წელს ოჯახი საცხოვრებლად სოფელ ბაღრამიანში, ვაღარშაპატის რეგიონში გადავიდა. 1977 წელს დაიწყო ძალოსნობაში ვარჯიში აშოტ ვილასიანას ზედამხედველობის ქვეშ.
1981 წელს მიროზიანი გახდა სსრკ-ის ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრი. 1983 წლის ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატისა და ამავე წლის ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის მოგებით მირზოიანი გახდა ევროპიდა და მსოფლიო ჩემპიონი. ორივე ტურნირის მსვლელობისას მირზოიანმა მსოფლიო რეკორდები დაამყარა როგორც ატაცსა და აკვრაში, ისე მთლიან წონაში (56 კგ კატეგორიაში).[1][2][3] 1984 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ბოიკოტის გამო, იმ წელს მირზოიანმა ვერ მიიღო აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობა. როგორც მსოფლიო ჩემპიონი, იგი ხსენებულ ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოგების მთავარ ფავორიტად ითვლებოდა.
1988 წლის დასაწყისში მირზოიანის მეტოქემ, ნენო ტერზისკიმ დოპინგ ტესტი ჩააგდო რის გამოც ძალოსნობას ჩამოაცილეს. სეულში გამართულ 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში მან მეორე ადგილი დაიკავა (პირველზე მიტკო გრაბლევი გავიდა). თუმცა გრაბლემაც ჩააგდო დოპინგ ტესტი და დისკვალიფიკაცია მიიღო ამისთვის. ამგვარად, ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული და ოლიმპიური ოქროს მედალი ოკსენ მირტოიანს გადაეცა.[4]
1991 წელს ოკსენ მირზოიანმა ძალოსანის კარიერა დაასრულა. მოგვიანებით მუშაობა მწვრთნელად დაიწყო. იგი გახდა სომხეთის ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი. 1998-2004 წლებში იყო სომხეთის ძალოსანობის ფედერაციის თავმჯდომარე.[5] 2004 წლის მდგომარეობით, მირზოიანი იყო სომხეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი და ძალოსნობაში ერევნის სპორტ-სკოლის დირექტორი. 2013 წლის 9 მარტს მირზოიანი ხელახლა აირჩიეს სომხეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტად.[6]
აკსენი წვრთნიდა შვილს, ევროპის ჩემპიონსა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს არაკელ მირზოიანს, რომელმაც მამის მსგავსად ცხოვრება ძალოსნობას დაუკავშირა. არაკელი სომხეთისთის ასპარეზობდა ლონდონში გამართულ 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში. ოკსენი აგრეთვე წვრთნიდა ძმისშვილ არაიკ მირზოიანს რომელიც აგრეთვე ძალოსანია.[7]