ოსკარ ფაურა | |
---|---|
მშობლიური სახელი | Óscar Faura |
დაბადების თარიღი |
1975 ბარსელონა, ესპანეთი |
ალმა-მატერი | ბარსელონის კინოსკოლა |
საქმიანობა | ოპერატორი |
აქტიური | 1999-დღემდე |
საიტი | oscarfaura.com |
ოსკარ ფაურა (ესპ. Óscar Faura; დ. 1975, ბარსელონა, ესპანეთი) — ესპანელი კინოოპერატორი,[1][2] რომელიც ცნობილია ფილმებით: „თავშესაფარი“, „იმიტაციის თამაში“ და „იურული სამყარო: დაცემული სამეფო“.
ოსკარ ფაურა დაიბადა 1975 წელს ბარსელონაში. 1999 წლიდან კინოოპერატორია. მას წარმატება მოუტანა 2007 წლის საშინელებათა ფილმმა „თავშესაფარი“, (რეჟისორი ხუან ანტონიო ბაიონა), რისთვისაც ნომინირებული იქნა ევროპის კინემატოგრაფიული ჯილდოზე საუკეთესო ოპერატორის კატეგორიაში. 2015 წელს ფილმისთვის „იმიტაციის თამაში“ მიიღო ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების ჯილდოს ნომინაცია. 2016 წელს გადაეცა „გოიას ჯილდო საუკეთესო ოპერატურისთვის.[3]