პაკისტანის კომუნისტური პარტია

პაკისტანის კომუნისტური პარტია
کمیونسٹ پارٹی آف پاکستان
პაკისტანის კომუნისტური პარტია
ხელმძღვანელობა
ლიდერი იმდად კაზი
ისტორია
დამფუძნებელი საჯად ზაჰირი
დაფუძნდა 6 მარტი1948
პოზიციები
იდეოლოგია მარქისზმ-ლენინიზმი
შტაბ-ბინა ჰაიდარაბადი, სინდი, პაკისტანი
[[1]]

პაკისტანის კომუნისტური პარტია— დაარსდა 1948 წლის 6 მარტს კალკუტაში. [1]

პაკისტანის კომუნისტური პარტიის შექმნის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ინდოეთის კომუნისტური პარტიის მეორე  კონფერენციაზე და დაკავშირებულია ბრიტანეთის ინდოეთის გაყოფასთან, როდესაც შეიქმნა ინდოეთის კავშირი და პაკისტანი. ახალი პარტიის გენერალურ მდივნად აირჩიეს საიდ საჯად ზაჰირი, საყოველთაო ინდოეთის პროგრესული მწერალთა ასოციაციის დამფუძნებელი. აღმოსავლეთ პაკისტანის დელეგატებმა აირჩიეს აღმოსავლეთ პაკისტანის პროვინციული კომიტეტი.

1951 წელს, ლიაკატ ალი ხანის დამხობის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რომელშიც კომუნისტებიც მონაწილეობდნენ, პარტია დაექვემდებარა მთავრობის რეპრესიებს, მისი მრავალი წევრი დააპატიმრეს. მოგვიანებით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნერუს შუამავლობით, პაკისტანის კომუნისტური პარტიის რამდენიმე ლიდერი გადაასახლეს ინდოეთში.

ამ მომენტიდან დასავლეთ პაკისტანში პარტიის პოლიტიკური საქმიანობა სულ უფრო და უფრო შეზღუდული ხდებოდა, ხოლო აღმოსავლეთ პაკისტანის ორგანიზაციები სულ უფრო მეტი გავლენით სარგებლობდნენ. 1954 წელს აღმოსავლეთ პაკისტანში გამართულ პროვინციულ არჩევნებში პაკისტანის კომუნისტური პარტია გახდა გაერთიანებული ფრონტის ნაწილი, არჩევნების შედეგების მიხედვით, 10 პარტიული კანდიდატიდან 4 აირჩიეს, ხოლო კიდევ 23 კომუნისტი აირჩიეს სხვა პარტიების კანდიდატებად.[2]

1954 წელს პაკისტანის კომუნისტური პარტია, სხვა პარტიებთან ერთად, ოფიციალურად აიკრძალა. პაკისტანის კომპარტია ღრმა იატაკქვეშეთში გადავიდა. არალეგალური მუშაობის პირობებში კომუნისტები მოქმედებდნენ ლეგალური პარტიების ფარგლებში: აზადი პაკისტანი, ეროვნული სახალხო პარტია (ავამი), სახალხო ლიგა, დემოკრატიული ფრონტი, სრულიად პაკისტანის გლეხთა ასოციაცია, მოგვიანებით კი — პაკისტანის სოციალისტური პარტია.

1960-იანი წლების შუა ხანებში  პაკისტანის კომპარტიამ დაიწყო საკუთარი ორგანიზაციული სტრუქტურების შექმნა ევროპაში ემიგრანტებს შორის. ურდუს ენაზე პარტიამ დაიწყო  გაზეთ "ბაგავატის" ("აჯანყება") გამოცემა.

1966 წელს, აღმოსავლეთ პაკისტანში  სსრკ - ჩინეთის განხეთქილების  წარმოშობილი პროჩინური ჯგუფი დაშორდა კომპარტიას. 1970 წელს მუშათა და გლეხთა პარტია (Mazdur Kisan Party) დაიშალა დასავლეთ პაკისტანში.

პარტიის მეოთხე კონგრესზე (დაკა, 1968 წ.) მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღმოსავლეთ პაკისტანის ცალკეული კომუნისტური პარტიის (შემდგომში - ბანგლადეშის კომუნისტური პარტიის) შექმნის შესახებ.

პაკისტანის კომუნისტური პარტია იყო ბელუჯისტანის გლეხთა შეიარაღებული ბრძოლის ორგანიზატორი. გარდა ამისა, პარტიამ მიიჩნია მებრძოლი პროფკავშირული მოძრაობის შექმნა, როგორც არსებული რეჟიმის წინააღმდეგობის გაწევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.[3]

1995 წელს პაკისტანის კომუნისტური პარტია და მუშათა და გლეხთა პარტია გაერთიანდნენ კომუნისტურ მუშათა და გლეხთა პარტიაში, მაგრამ 1999 წელს აქტივისტების ჯგუფმა დატოვა იგი და აღადგინა პაკისტანის კომუნისტური პარტია.

2002 წელს კომპარტია ორ ნაწილად გაიყო: ერთს ხელმძღვანელობდა მოულა ბუქს ქასელი, ხოლო დანაწევრებულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა კადიმ ტაჰიმი.[4]

2013 წელს პაკისტანის კომუნისტური პარტია, ათწლეულის განმავლობაში მიწისქვეშა და ნახევრად ლეგალური სტატუსის შემდეგ, ოფიციალურად დარეგისტრირდა.[5]

  1. Paracha, Nadeem F. (13 April 2014). The rise and fall of the communist party of Pakistan Dawn. Retrieved 24 August 2020.
  2. "Participants List". IMCWP. Retrieved 16 February 2019.
  3. Benjamin, Roger W.; Kautsky, John H. (March 1968). "Communism and Economic Development". The American Political Science Review. American Political Science Association. 62 (1): 122. doi:10.1017/S0003055400115679. JSTOR 1953329.
  4. "Jam Saqi interview". Pakistan Christian Post. Archived from the original on 26 April 2013. Retrieved 4 July 2008.
  5. "List of Enlisted Political Parties"[მკვდარი ბმული] (PDF). www.ecp.gov.pk. Election Commission of Pakistan. Archived (PDF) from the original on 25 January 2021. Retrieved 24 August 2020.