პასკალ ჟოზეფ რაკუტუმავუ მალაგ. Pascal Joseph Rakotomavo | |
მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 თებერვალი, 1997 – 23 ივლისი, 1998 | |
პრეზიდენტი | დიდიე რაცირაკა |
წინამორბედი | ნორბერტ რაცირაონანა |
მემკვიდრე | რენე ანდრიანარივუ |
დაბადებული | 1 აპრილი, 1934 ანტანანარივუ, მადაგასკარი |
გარდაცვლილი | 14 დეკემბერი, 2010 (76 წლის) ანტანანარივუ, მადაგასკარი |
პასკალ ჟოზეფ რაკუტუმავუ (მალაგ. Pascal Joseph Rakotomavo; დ. 1 აპრილი, 1934[1]— გ. 14 დეკემბერი, 2010[2]) — მადაგასკარელი პოლიტიკოსი, მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი 1997 წლის 21 თებერვლიდან[3] 1998 წლის 23 ივლისამდე.[4]
პასკალ ჟოზეფ რაკუტუმავუ დაიბადა ანტანანარივუში; იყო ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი 1982-დან 1989 წლამდე და პრეზიდენტ დიდიე რაცირაკას სპეციალური მრჩეველი 1989-1993 წლებში.[1] მისი დანიშვნა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 1997 წლის თებერვალში რაცირაკას კვლავ ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ, ყველსათვის მოულოდნელი იყო.[3] რაკუტუმავუას ეკავა ანტანანარივუს პროვინციის გუბერნატორის თანამდებობა 2001-2002 წლებში, ასევე იყო რაცირაკას საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი 2001 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში,[5][6] მაგრამ პოლიტიკური კრიზისის დროს, რომელიც წარმოიქმნა პრეზიდენტ რაცირაკასა და ოპოზიციის კანდიდატ მარკ რავალომანანას შორის, მან, როგორც გუბერნატორმა, მომხდარს მიუღებელი უწოდა და ნეიტრალური პოზიცია დაიკავა.[7] საბოლოოდ, როდესაც რავალომანანამ გაიმარჯვა, რაკუტუმავუ სხვა გუბერნატორების მსგავსად არ დაუსჯიათ.[8]
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: ნორბერტ რაცირაონანა |
მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი 21 თებერვალი, 1997 – 23 ივლისი, 1998 |
შემდეგი: რენე ანდრიანარივუ |