პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | Պետրոս Ավետիսյան | ||
დაბადების თარიღი | 7 იანვარი, 1996 | ||
დაბადების ადგილი | ერევანი, სომხეთი | ||
სიმაღლე | 178 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | არარატ-არმენია | ||
ნომერი | 77 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2002-2013 | ბანანცი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2014 - 2016 | ბანანცი | 35 | (4) |
2016 | → პიუნიკი | 17 | (1) |
2017 - 2018 | პიუნიკი | 33 | (9) |
2019 - | არარატ-არმენია | 22 | (9) |
ეროვნული ნაკრები | |||
2015 - 2018 | სომხეთის 21-წლამდელთა | 16 | (4) |
2019 - | სომხეთი | 3 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
პეტროს ავეტისიანი (სომხ. Պետրոս Ավետիսյան; დ. 7 იანვარი, 1996, ერევანი, სომხეთი) — სომეხი ფეხბურთელი. პოზიციით ნახევარმცველი. იგი ამჟამად თამაშობს სომეხის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებსა და სომხეთის პრემიერლიგის გუნდ არარატ-არმენიაში.
პეტროს ავეტისიანი დაიბადა 1996 წლის 7 იანვარს, ერევანში; მან საფეხბურთო კარიერა დაიწყო მალატიას ფეხბურთის სკოლაში, რომელსაც შემდეგში ბანანცი ეწოდა.[2] კლუბის ახალგაზრდულ სისტემაში წარმატების მიღწევის შემდეგ, ის გახდა 2014-15 წლების სეზონში სომხეთის პირველი ლიგის[3] ბანანცი–2–ის ბომბარდირი და გადავიდა კლუბის პირველ გუნდში.
2014 წლის 11 ნოემბერს შედგა მისი დებიუტი სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში; ამ შეხვედრაში კლუბი პიუნიკს დაუპირისპირდა.[4] ორ კვირაში იგი უკვე ბანანცის ძირითად შემადგენლობაში მოხვდა.[5]
2015-16 წლების სეზონში იგი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო. კლუბმა ამ სეზონში სომხეთის თასი მოიგო. მის ნიჭს აფასებდა ფეხბურთის მრავალი სპეციალისტი. სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის რეზიდენტმა რუბენ ჰაირაპეტიანმა თქვა, რომ ავესტიანი ალბათ მეორე ჰენრიხ მხითარიანი გახდება, თუ იგი მის მსგავსად იმუშავებს საკუთარ თავზე.[6] ბანანცის ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა თქვა, რომ ავეტსიანს უდიდესი პოტენციალი და ტალანტი აქვს.[7]
2019 წლის 29 ივლისს ავეტისიანმა კლუბ პიუნიკთან 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა[8] და ითამაშა თითქმის ყველა მატჩი ძირითად შემადგენლობაში 2016-17 წლების სეზონის პირველ ნახევარში.
2017 წლის 23 იანვარს იგი ოფიციალურად გაიცვალა ბანანციდან პიუნიკში.[9]
2018 წლის დასაწყისში მისი სახელი დაუკავშირეს უკრაინულ კლუბებს ზარია ლუგანსკისა[10] და ალექსანდრიას.[11]
2019 წლის 27 თებერვალს არარატ-არმენიან გამოაცხადა, რომ პეტროს ავეტისიანთან კონტრაქტი გააფორმა.[12] მისი დებიუტი არარატ-არმენიაში 2019 წლის 2 მარტს, პრემიერ ლიგის ეგიდით, არარატ-ერევანის წინააღმდეგ შედგა; არარატ-არმენიამ მოწინააღმდეგე საკუთარ კედლებში ანგარიშით 4:1 დაამარცხა.[13] იგი თამაშში 55-ე წუთზე ჩაერთო და ამავე შეხვედრაში 90-ე წუთზე გაიტანა საკუთარი პირველი გოლი. ამ სეზონში ავეტისიანმა კლუბთან ერთად მოიგო სომხეთის პრემიერლიგა; იგი სომხეთის ჩეპიონი პირველად გახდა.[14]
ავეტისიანის დებიუტი სომხეთის ეროვნულ 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებში 2015 წლის 8 სექტემბერს, რუმინეთის წინააღმდეგ შედგა.
2016 წლის 3 ნოემბერს იგი გამოიძახეს სომხეთის ეროვნულ ნაკრებში.[15]
2017 წლის 13 იანვარს მან სომხეთის 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტნის ტიტულით პირველი გოლი გაიტანა. ეს იყო გიბრალტარის 21-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ, უეფას 21-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში (2019 წელს, პორტუგალიაში).[16]